reportiori.ge - დღეს ანტონ ფურცელაძის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:10
კულტურა
დღეს ანტონ ფურცელაძის დაბადების დღეა
06 დეკემბერი, 2013. 14:40

დღეს ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძის დაბადების დღეა. ის  1839 წლის 6 დეკემბერს გორთან ახლოს მდებარე სოფელ მერეთში დაიბადა. მისი სახლი დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს დაქვემდებარებაშია.


მისი გვარის წარმომადგენლები ღარიბი აზნაურები ყოფილან. მის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა დედა, რომელმაც მომავალ მწერალს წერა-კითხვა შეასწავლა. ბავშვობის წლები ანტონმა თავის სოფელში გაატარა. ხელმოკლეობის გამო მშობლებმა ვერ შეძლეს ანტონის სამოქალაქო სასწავლებელში მიბარება. მათ მხოლოდ ის მოახერხეს, რომ 11 წლის ბავშვი ქალაქ ორიოლის კადეტთა კორპუსში შეიყვანეს სახელმწიფო ხარჯზე. სადაც, ანტონი სამი  წელი სწავლობდა.


1854 წელს ის ვარჯიშის დროს ორძელიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამის გამო, სამხედრო სამსახურისათვის გამოუსადეგარი, იძულებული გახდა დაეტოვებინა სასწავლებელი და დაბრუნებულიყო სამშობლოში.


დაბრუნების შემდეგ, ანტონ ფურცელაძე თავის სოფელში ცხოვრობდა. მერე სამსახური იშოვა. მუშაობდა დავრდომილთა თავშესაფარში გადამწერად. შემდეგ თბილისში გადავიდა და კალოუბნის ქუჩაზე, რამდენიმე სემინარიელთან ერთად ბინა იქირავა. ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს წრე, რომელიც საზოგადოებრივი და სოციალური საკითხებით იყო დაინტერესებული.

 

ანტონ ფურცლეძემ მუშაობდა ცისკარში", დროებაში". ასევე ზუგდიდში სასამართლოს გამომძიებლად. დროებასთან" თანამშრომლობა მას ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია. აღნიშნულ ორგანოში ის აქვეყნებს კორესპონდენციებს, რომლებშიც ეხება სამეგრელოს მკვიდრთა საჭირბოროტო საკითხებს.


1869 წელს იგი კვლავ თბილისში ბრუნდება. სწორედ ამ პერიოდში წერს ანტონ ფურცელაძე რომანს მაცი ხვიტია" და ტრაგედიას დიდი მოურავი".


ის  ასევე, რედაქტორობდა პირველ აგრონომიულ ჟურნალს ქართულ ენაზე გუთნის დედას".

 

ანტონ  ფურცელაძე სათავადაზნაურო ბანკის თავჯდომარე გახდა. ექვსი წლის შემდეგ, მან ბანკში სამსახურს თავი დაანება და საცხოვრებლად გადასახლდა სოფელ არბოში.

 

ანტონ ფურცელაძე  1913 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა, მისივე ანდერძის თანახმად, დაასაფლავეს სოფელ მერეთში.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016