reportiori.ge - მარნეულში სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებულები გირაოთი გაათავისუფლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:50
სამართალი
მარნეულში სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებულები გირაოთი გაათავისუფლეს
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 19:59

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით დაკავებულ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ პირველ მოადგილე გია დორეულს, აუდიტორულ კომპანია "აუდიტ ესკორტის" დირექტორ მინდია ტაბაღუასა და მოქალაქე დავით ქოროღლიშვილს დღეს, აღმკვეთ ღონისძიებად, გირაო შეუფადა.
როგორც პროკურორმა დავით ჩხარტიშვილმა განაცხადა, წინასწარი დაკავების იზოლატორში სამივე ბრალდებული კიდევ ერთხელ დაიკითხა. მათგან დორეულმა და ქოროღლიშვილმა წაყენებული ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდნენ. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ სამივე ბრალდებული წინასწარი დაკავებიდან გაათავისუფლა და სასამართლოში აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება გირაოთი შეცვალა. მართალია ტაბაღუა წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, მაგრამ მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს და მისთვისაც გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.
პროკურორმა დავით ჩხარტიშვილმა გია დორეულისა და დავით ქოროღლიშვილისთვის 20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა. ხოლო მინდია ტაბაღუასათვის - 10 ათასი ლარის. 
დორეულისა და ქოროღლიშვილის ადვოკატებმა გირაოს თანხის 10 ათას ლარამდე შემცირება მოითხოვეს, ხოლო მინდია ტაბაღუას ადვოკატებმა -აღმკვეთი ღონისძიების საერთოდ მოხსნა.
როგორც მინდია ტაბაღუას ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა  განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ მის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნა, რომელიც მარნეულის ცენტრში ყოფილი პოლიციის შენობისა და ტერიტორიის შეფასებას ეხებოდა, შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ხოლო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა არ შეესაბამება რეალობას.
"მინდია ტაბაღუას დაკავების პროცესიდან დაწყებული, ადგილი აქვს მის მიმართ უკანონობას, ზეწოლის მცდელობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ის ადვოკატებთან ერთად აპირებდა მორიგი ჩვენების მიცემას და გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობდა, ის ქუჩაში დააკავეს, თითქოს მიმალვას აპირებდა და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე იქნა დაკავებული," - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა. 
მინდია ტაბაღუას მეორე ადვოკატის, ლადო სანიკიძის თქმით კი, ტაბაღუას მხოლოდ პირადობის მოწმობა აქვს და საზღვარგარეთის პასპორტის გარეშე ქვეყნიდან ვერ მიიმალება.

საგამოძიებო სამსახურმა დორეული, ქოროღლიშვილი და ტაბაღუა მარნეულის ცენტრში სახელმწიფო ქონების, კერძოდ, ყოფილი პოლიციის შენობისა და ტერიტორიის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი დღის წინ დააკავა. გამოძიება სსკ 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მორიგი სასამართლო პროცესი აღნიშნულ საქმეზე 19 სექტემბერს გაიმართება. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016