reportiori.ge - თბილისის მერიის დაკავებული თანამშრომლები სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:02
სამართალი
თბილისის მერიის დაკავებული თანამშრომლები სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 20:26

თბილისის მერიის დაკავებულ თანამშრომლებს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.  რუსთავის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ  ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა განიხილა ალექსი თაბუაშვილის, დავით ალავიძის, დიმიტრი ჩხეიძის და დავით ავალიანის მიმართ, აღმკვეთ ღონისძიებად გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ და ბრალდებულებს 10 000 ლარის ოდენობის გირაო განესაზღვრათ. 

"სასამართლო განხილვისას ბრალდების მხარის მიერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად სხვა გარემოებებთან ერთად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ თბილისის მერის მოადგილეს, ბრალდებულ დავით ალავიძეს, თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსს, ბრალდებულ ალექსი თაბუაშვილს და ააიპ "თბილისის განვითარების ფონდის" თავმჯდომარეს, ბრალდებულ, დავით ავალიანს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეუჩერდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება, რაც მათი მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პროცესის მონაწილეებზე და დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლებზე ზემოქმედების საფრთხეს გამორიცხავს. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ საგამოძიებო მოქმედებათა უმრავლესობა, რომელზეც არსებობდა ბრალდებულთა მხრიდან ზემოქმედების საფრთხე, უკვე ჩატარებულია. სასამართლოს მიერ, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ."-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.


თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც,   დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავეს.რაც შეეხება თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი საბანაძეს, მის მიმართ გამოტანილი იყო დადგენილება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016