reportiori.ge - „ბრაზილია 2014“–ის ჯგუფები გარკვეულია! (ფოტო-ვიდეო კოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:35
სპორტი
„ბრაზილია 2014“–ის ჯგუფები გარკვეულია! (ფოტო-ვიდეო კოლაჟი)
07 დეკემბერი, 2013. 01:53

პენტაკამპეონე ხორვატიით იწყებს, „მარაკანა" ფინალს ელის...



6 თვეზე ცოტა მეტი და მსოფლიო ფეხბურთის უმთავრესი მოვლენა, მუნდიალად წოდებული მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ბრაზილიაში აიღებს სტარტს. იმ ქვეყანაში, რომელსაც აქამდე ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ აქვს მოპოვებული მსოფლიოს თასი. „პენტაკამპეონეები" (ასე მოიხსენიებენ 5-გზის მსოფლიო ჩემპიონ ბრაზილიის ნაკრებს) 1950 წლის შემდეგ, კიდევ ერთელ უმასპინძლებენ მუნდიალს, მსოფლიო საფეხბურთო ფორუმს...

მანამდე კი, ატლანტიის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ბრაზილიის საკურორტო ქალაქმა კოსტა დუ საუიპემ მსოფლიოს საიუბილეო, რიგით მე-20 ჩემპიონატის, „ბრაზილია 2014"-ის  ფინალური ეტაპის წილისყრას უმასპინძლა. ეს გალა-წარმოდგენა საათნახევარს გაგრძელდა და მასში მსოფლიო ფეხბურთისა და ბრაზილიური სცენის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ...

ფეხბურთის მეფე პელე მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს მიესალმა, შემდეგ კი ბოლოს 2010 წლის მუნდიალის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ტიტულთან, თასთან ერთად გამოჩნდა სცენაზე... და ამ წარმოდგენის მთავარი ეტაპიც დაიწყო...

ალსიდეს ჯიჯა (ურუგვაი, 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონი), ჯეფ ჰერსტი (ინგლისი, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი), მარიო კემპესი (არგენტინა, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი), ლოთარ მათეუსი (გერმანია, 1990 წლის მსოფლი ჩემპიონი), კაფუ (ბრაზილია, 1994 და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი), ფაბიო კანავარო (იტალია, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი), ფერნანდო იერო (ესპანეთი. 1994 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალისტი)... მსოფლიო ფეხბურთის ამ 8 ვარსკვლავს, გალა-წარმოდგენის დასკვნით ფაზაში, ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, სცენაზე უხმო. კენჭისყრაში სწორედ ეს 8 ვარსკვლავი მონაწილეობდა და მათ, მსოფლიოს მე-20 ჩემპიონატის, „ბრაზილია-2014"-ის ფინალური ეტაპის მონაწილე 32 ნაკრები გუნდი 8 ჯგუფში გადაანაწილეს.

წილისყრის შედეგად, მუნდიალის მონაწილე ნაკრები გუნდები, „ბრაზილია-2014"-ის ფინალური ეტაპის ჯგუფებში ასე განაწილდნენ:



A ჯგუფი: ბრაზილია, ხორვატია, მექსიკა კამერუნი;

 

B ჯგუფი: ესპანეთი, ჰოლანდია, ჩილე, ავსტრალია;

 

C ჯგუფი: კოლუმბია, საბერძნეთი, კოტ დივუარი, იაპონია;

 

D ჯგუფი: ურუგვაი, კოსტა-რიკა, ინგლისი, იტალია;

 

E ჯგუფი: შვეიცარია, ეკვადორი, საფრანგეთი, ჰონდურასი;

 

F ჯგუფი: არგენტინა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ირანი, ნიგერია;

 

G ჯგუფი: გერმანია, პორტუგალია, განა, აშშ;

 

H ჯგუფი: ბელგია, ალჟირი, რუსეთი, კორეა;



დეტალურ ანალიზს თავი რომ დავანებოთ, ამ ჯგუფებზე თვალის გადავლებითაც ცხადია, რომ ყველაზე დაძაბული ბრძოლები B და G ჯგუფებშია მოსალოდნელი. B ჯგუფში ორი ფავორიტია, ესპანეთი და ჰოლანდია, G ჯგუფში კი გერმანია და პორტუგალიის ჭიდილი გველის... ზემოთ ჩამოთვლილი ამ 8 ჯგუფიდან, პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები, 1/8 ფინალში გააგრძელებენ ასპარეზობას. დანარჩენებს კი ნაადრევად მოუწევთ ჩემოდნების ჩალაგება. საგულისხმოა ის, რომ მუნდიალის ყველა მატჩი „ადიდასის" მიერ სპეციალურად შექმნილი ბურთით ჩატარდება, რომელსაც „ბრაზუკა" უწოდეს.

მსოფლიო მე-20 ჩემპიონატი გაისად, 2014 წლის 12 ივნისს, სან პაულოში, ბრაზილია-ხორვატიის მატჩით აიღებს სტარტს. მსოფლიოს ახალი ჩემპიონის ვინაობა კი 2014 წლის 13 ივლისს, რიო დე ჟანეიროში, „მარაკანაზე" გასამართ ფინალურ მატჩში გაცხადდება...

მანამდე კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპეციალურად შექმნილ ვიდეოკოლაჟს გადავავლოთ თვალი... 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016