reportiori.ge - მაია ფანჯიკიძე: საქართველოს აშშ მთავრობისგან დიდი ნდობა აქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 04:58
პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე: საქართველოს აშშ მთავრობისგან დიდი ნდობა აქვს
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 20:35

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს  ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან დიდი ნდობა აქვს. აღნიშნული განცხადება ფანჯიკიძემ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ გააკეთა.

დღეს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საქართველოს განათლების სექტორისთვის 140 მილიონი დოლარის გამოიყოფა, მისი შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია.
"განათლება არის  საზოგადოების განვითარების საფუძველი. აქედან გამომდინარე,  სწორად მიმაჩნია, რომ სწორედ განათლების სექტორს მოხმარდება მეორე კომპაქტი, რომელიც საქართველომ დღეს მიიღო. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს დიდი ნდობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან, რადგან ეს არის მთავრობის მიერ გამოყოფილი ფული და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ამერიკელი ხალხის, ამერიკის მთავრობის, რომ ეს კომპაქტი საქართველომ მიიღო და აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ იოჰანესმა საქართველოში ჩამოიტანა, რაც გაცხადდა ხელმოწერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჟურნალისტები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარებითაც დაინტერესდნენ. ფანჯიკიძის განცხადებით, მას დავით გარეჯიდან უახლესი ინფორმაცია არ აქვს, რადგან საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა, თუმცა მინისტრის განმარტებით, საქართველოს აზერბაიჯანულ მხარესთან კონსულტაციები მუდმივად აქვს  ყველა თემაზე, რომელიც შეიძლება  მოსაგვარებელი იყოს. 
"მე ამას არ დავარქმევდი პრობლემებს, რადგან ჩვენ ვართ პარტნიორები, მეგობრები და ყველანაირი პრობლემის მოგვარება შეგვიძლია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016