reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტი აღარ აკონტროლებს რას ამბობს და მხოლოდ კრიტიკულ გამონათქვამებზე ჩერდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 05:04
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტი აღარ აკონტროლებს რას ამბობს და მხოლოდ კრიტიკულ გამონათქვამებზე ჩერდება
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 21:43

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  "პრეზიდენტი  აღარ აკონტროლებს რას ამბობს და მხოლოდ კრიტიკულ გამონათქვამებზე ჩერდება".

 ამის შესახებ ივანიშვილმა "აჭარის" ტელევიზიის ეთერში, გადაცემა "სამართალი ხალხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 "პრეზიდენტი მგონი, აღარ აკონტროლებს რას ამბობს და მხოლოდ კრიტიკულ გამონათქვამებზე ჩერდება, თუმცა ის ოპოზიციაშია და ამაში არ არის გასაკვირი, შეუძლია, გვაკრიტიკოს. საინტერესო იქნებოდა,  მისი კრიტიკა უფრო კონსტრუქციული იყოს, რომელიც ჩვენს გუნდსაც წაადგებოდა და ქვეყენასაც."-განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილმა  ვიზიტებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ  ყველაფერი დაბალანსებულად მიმდინარეობს, სექტემბრამდე კი განსაკუთრებული ვიზიტები არ იგეგმება.

„რაც შეეხება ვიზიტებს, ვფიქრობ, რომ ყველაფერი დაბალანსებულად მიმდინარეობს, მათ შორის, ჩემი ვიზიტებიც. ძირითადი პრობლემები   შიგნით გვაქვს ქვეყანაში და მთავარი და განმსაზღვრელი ჩვენი პოლიტიკის შემფასებელი ჩვენი საზოგადოება იქნება და  არა ისე, როგორც წინა ხელისუფლება ცდილობდა, საკუთარ საზოგადოებას იგნორს უკეთებდა და შეფასებები ამერიკიდან და ევროპიდან მოჰქონდათ. ასე აღარ იქნება," - განაცხადა ივანიშვილმა.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016