reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: პირველივე ტურში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 04:52
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: პირველივე ტურში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 21:54

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, მისთვის მისაღები იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელევიზია "აჭარის" ეთერში, გადაცემა "სამართალი ხალხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 "ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ არჩევანს ქართველი ხალხი აკეთებს. ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, ჩვენთვის მისაღები იქნებაყველა კანდიდატს აქვს სურვილი გამარჯვების და ეს კარგია. მთავარია, რომ ეს ბრძოლა იყოს აბსოლუტურად წესიერი, გამჭვირვალე და ობიექტური. ყველას შევუქმნით თანაბარ პირობებს და ეს პრეცედენტი პირველად საქართველოში მოხდება," - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ბედნიერია, რომ გიორგი მარგველაშვილი მის გუნდში აღმოჩნდა. ივანიშვილმა მარგველაშვილის ის დადებითი თვისებები აღნიშნა, რის გამოც ყოფილი განათლების მინისტრი პრეზიდენტობას იმსახურებს.

"ჩემი ანალიზით, პირველივე ტურში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. ზოგჯერ შეურაცხმყოფელად მომაწერენ  მე ან კოალიციას მარგველაშვილი  პოპულარობას. ის ძალიან საინტერესო კანდიდატია. კოალიაციამ ერთხმად წამოაყენა გიორგის კანდიდატურა. მისმა პიროვნულმა თვისებებმა განაპირობეს ის, რომ გიორგი კოალიციის კანდიდატი გახდა. შემიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ  ბედნიერი ვარ, მარგველაშვილი ჩვენს გუნდში და საერთოდ, რომ  ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდა. ასეთი პიროვნება ძალიან საჭიროა, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს", - განაცხადა ივანიშვილმა.




"ზოგჯერ შეურაცხმყოფელია, როცა მარგველაშვილის პოპულარობას ან მე, ან კოალიციას მიაწერენ" 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016