მოსკოვი უკრაინის შიდაპროცესების შეფასებას აქტიურად განაგრძობს. სერგეი ლავროვი ევროპას უკრაინის მიმართ უპატივცემულობაში ადანაშაულებს. განცხადება რუსეთის პირველმა დიპლომატმა კიევში გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირს ასოცირების ხელშკრულებაზე ხელმოწერა უკრაინისთვის ერთადერთ სწორ ნაბიჯად მიაჩნია და ეს გაუმართლებელი პოზიციაა. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს ყველა იმ პროცესს, რომელიც ქვეყანას კონსტიტუციურ ფარგლებში დააბრუნებს.
„მოაწერენ ხელს თუ არა რაიმე ხელშეკრულებას, ეს უკრაინის სუვერენულ არჩევანზეა დამოკიდებული. დასავლეთში ამბობენ, შეთანხმებაზე ხელმოწერა ევროკავშირთან ესაა უკრაინის სუვერენული უფლება. იქიდან გამომდინარე, რა არჩევანს გააკეთებს უკრაინა, ჩვენ შევაფასებთ, რა შედეგები მოჰყვება ამას ჩვენთვის. რაც შეეხება აქციებს, ყველა არასანქცირებულ ქმედებას ვეწინააღმდეგებით და მხარს ვუჭერთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნებას დაეხმარება", - განაცხადა ლავროვმა.