reportiori.ge - საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო შეზღუდვები მოქმედებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:39
საზოგადოება
საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო შეზღუდვები მოქმედებს
08 დეკემბერი, 2013. 11:05

საავტომობილო გზებზე  დიდთოვლობის გამო შეზღუდვები მოქმედებს.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ცნობით,  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის  ჩუმათელეთი-ხუნევი  მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ასევე თოვლის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.


მლეთა-კობის მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ზვავდამცავი გვირაბების გავლით.


აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით  განხორციელდება. 
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016