reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: პუტინი უკრაინას ძალიან ბევრ ცუდ რამეს დაპირდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:34
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: პუტინი უკრაინას ძალიან ბევრ ცუდ რამეს დაპირდა!
08 დეკემბერი, 2013. 15:05

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ „მე-5 არხს" ინტერვიუ მისცა. საქართველოს ექსპრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე  ისაუბრა და უკრაინისა და კრემლის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.


მისი თქმით, პუტინი უკრაინას ძალიან ბევრ ცუდ რამეს დაპირდა.

 

„პუტინისთვის უკრაინა არის ტერიტორია, მან ნატო-ს სამიტზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, 2008 წელს ბუქარესტში პირველად თქვა, რომ უკრაინა არ არის ქვეყანა, ეს არის ტერიტორია. მას შემდეგ ამას იმეორებს ყველა შეხვედრაზე და არა მხოლოდ იმეორებს, ახორციელებს კიდეც. ახლა გაჩნდა ახალი რუკა, სადაც უკრაინა გახლეჩილია ორ ნაწილად - აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინად. ეს არის ბლეფი, რუსეთი ცდილობს ეს ბლეფი დასავლეთს თავს მოახვიოს. თან ეს არის მზადება უკრაინის შემდგომი გახლეჩისთვის. საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი ტყუილად არაფერს ამბობს, თუ მუქარას აგზავნის, ახორციელებს კიდეც. ერთხელ მან მითხრა, თქვენი მეგობრები ევროპაში ბევრ კარგ რამეს გპირდებიან, მაგრამ ვერაფერს შეასრულებენ, მე კი კარგს არაფერს გპირდებით, მაგრამ ყოველთვის ვასრულებო. ის ძალიან ბევრ ცუდ რამეს დაპირდა უკრაინას", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, მაიდანზე მივიდა და აქციის მონაწილეებს უკრაინულ ენაზე სიტყვით მიმართა. მანამდე კი უკრაინის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა გამართა. 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016