reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: რუსეთის პრეზიდენტს არასოდეს შევხვედრივარ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 04:55
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: რუსეთის პრეზიდენტს არასოდეს შევხვედრივარ!
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 00:07

"არავინ იფიქროს, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის გარეშე მოხდება, მაგრამ  მისი როლი უნდა შემცირდეს"

პრემიერი აფხაზეთისა და ოსეთის დასაბრუნებლად ძალის გამოყენებას გამორიცხავს და აღნიშნაქვს, რომ ოსებსა და აფხაზებს ქართველებთან თანაცხოვრების სურვილი უნდა გაუჩნდეთ, ამისთვის კი საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ჩვენ ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენთან თანაცხოვრება  უფრო საინტერესო იქნება და ასეთ შემთხვევაში უნდა მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. არავინ იფიქროს, რომ ეს რუსეთის გარეშე მოხდება, მაგრამ მისი როლი უნდა შემცირდეს."- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დასახული მიზნების მისაღწევად საინტერესო ქვეყნის აშენებაა აუცილებელი. მანვე საქართველოს როლი გაიხსენა საბჭოთა კავშირის „ჩაკეტილ სივრცეში" და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში საქართველო  წარმატებული ქვეყანა იყო.

ეს შედარება ოპონენტებს არ მოეწონათ და აიტაცეს, საბჭოთა კავშირი ენატრებაო, ახლაც ამას იტყვიან."- განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილი თვლის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში საქართველო რუსეთთან პოლიტიკურ ჩიხში შევიდა, თუმცა უარყოფს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

მე არასოდეს მითქვამს, რომ  ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ მაშინდელ ხელისუფლებას უამრავი მძიმე შეცდომა ჰქონდა დაშვებული.  ამის თავიდან აცილება კი შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხრიდან  ამის სურვილი არ იყო."-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად საერთაშორისო საზოგადოების ჩართვაა აუცილებელი, რადგან მხოლოდ საქართველო ამას ვერ შეძლებს.

უნდა ვიყოთ მოთმინებით და ნაბიჯ-ნაბიჯ მოვახერხოთ, რომ მეტი პოზიტივი მივიღოთ, ვიდრე უარყოფითი.  ხუთ წუთში დანგრევა მოხდა, მაგრამ აღდგენა ვერ მოხერხდება. ამას დრო დასჭირდება."-განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერს მიაჩნია, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას სიყვარულით და მეგობრობით აუცილებლად მოახერხებს. აქვე ივანიშვილმა  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირადი ნაცნობობა უარყო.

 „არასოდეს შევხვედრივარ რუსეთის პრეზიდენტს. როდესაც ის პრეზიდენტად მოდიოდა, მე რუსეთიდან ბიზნესიდან მოვდიოდი. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, ეს უნდა იყოს გასაგები და საზოგადოებაში კითხვები არ უნდა დარჩეს. საუბედუროდ, კიდევ საჭიროა ეტაპები, რომ  ორმხრივ ურთიერთობეში წარმატებები მივიღოთ. ამის შემდეგ შეიძლება, დაიწყოს საუბარი ვიზიტების დაგეგმვაზეც", - განაცხადა ივანიშვილმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016