reportiori.ge - სორინის მაკარიძე შეცვლის?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:31
სპორტი
სორინის მაკარიძე შეცვლის?
08 დეკემბერი, 2013. 22:47

საქართველოს ნაკრების მეკარე ოსერში მიიწვიეს...



ამ ეტაპისთვის საფრანგეთში მოასპარეზე ერთადერთმა ქართველმა შესაძლოა კლუბი შეიცვალოს. საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე, რომელიც ფრანგულ „ლე მანში" გამოდიოდა, უფრო ცნობილმა და ამბიციურმა გუნდმა „ოსერმა" მიიწვია. ეს ინფორმაცია ფრანგულმა წყაროებმაც დაადასტურეს...

„ოსერს", რომელიც 17 წლის წინ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, მთავარი მეკარე, 32 წლის ოლივიე სორინი კარგა ხნით გამოაკლდა. მუხლის ტრავმის გამო, სორინი გუნდს აპრილამდე ვერ დაეხმარება და „ოსერს" მთავარი მწვრთნელი ბერნარდ კაზონი ახალი მეკარის ძიებას შეუდგა. როგორც ირკვევა, კაზონიმ „ლე მანის" 23 წლის ქართველი კიპერი გიორგი მაკარიძე მიიწვია ტესტირებაზე. უკვე ორი დღეა, რაც მაკარიძე "ოსერში" ვარჯიშობს. ბერნარდ კაზონი ქართველ მეკარეს ვარჯიშებზე აკვირდება და მის საკითხს დეკემბრის ბოლომდე გადაწყვეტს", - ეს ინფორმაცია ფრანგულმა წყაროებმა foot-national.com-მა, les-transferts.com-მა და lejdc.fr-მა გაავრცელეს. მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია „ოსერის" ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.

ცნობისათვის, გიორგი მაკარიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული. მაკარიძე 2006 წლიდან 3 წლის განმავლობაში თბილისის „დინამოში" ასპარეზობდა, 2009 წლის 1 ინვრიდან კი იმ დროისათვის საფრანგეთის მთავარ ლიგაში მოასპარეზე „ლე მანში" გადავიდა. საფრანგეთის მთავარ დივიზიონში მაკარიძემ 2 მატჩი ჩაატარა, შემდეგ „ლე მანი" რიგით მეორე ლიგაში დაქვეითდა და გიორგიმ 32 თამაში ჩაატარა. „ოსერის", რომელიც 2006 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ცნობილი ფეხბურთელების, ენცო შიფოს, ფილიპ მექსესის, ბაკარი სანიას, ჯიბრილ სისეს და ერიკ კანტონას ყოფილი გუნდია. თუმცა, „ოსერს" ამჟამად კრიზისი აქვს და საფრანგეთის რიგით მეორე ლიგაში, 20 გუნდს შორის მე-11 ადგილზეა. თუმცა, უფრო უარეს დღეშია, რიგით მე-4 ლიგაშია, „ლე მანი", სადაც აქამდე მაკარიძე გამოდიოდა. ქართველი მეკარის პლუსი ისაა, რომ „ლე მანთან" კონტრაქტის ვადა დაუსრულდა და მის მსურველ კლუბს ტრანსფერის სანაცვლოდ თანხის გადახდა არ მოუწევს. 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016