reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი: ვდარდობ, რომ მრჩევლის სახით, ბატონი დავითის პოლიტიკური უნარი და იმიჯი, არ დაეხმარება ქალბატონ თამარს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 04:56
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ვდარდობ, რომ მრჩევლის სახით, ბატონი დავითის პოლიტიკური უნარი და იმიჯი, არ დაეხმარება ქალბატონ თამარს
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 11:09

„ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი და განათლების ყოფილი მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი მოხარულია იმით, რომ პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრთან მიმართებაშიც გააგრძელა ის ხაზი, როდესაც გუნდის შერჩევისას  თავიდან  ბოლომდე   პასუხისგმგებლობა მინისტრებს ეკისრებათ.

„თამარ სანიკიძემ უნდა შეარჩიოს თავის გუნდი, ისევე როგორც თავის დროზე მე მომეცა უფლება საკუთარი გუნდის შერჩევის. დავით ზურაბიშვილი არ გადაუყენებიათ სამსახურიდან. არც არავის, არავინ სამსახურიდან არ მოუხსნია. როდესაც იცვლება სამინისტროში პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მასთან ერთად ავტომატურად თავისუფლდება ყველა მინისტრის მოადგილე. რა თქმა უნდა ვდარდობ, რომ ბატონი დავითის ასეთი პოლიტიკური უნარი და იმიჯი, მრჩევლის სახით, არ დაეხმარება ქალბატონ თამარს. შეთავაზება მრჩევლობაზე სწორედ იმ პოლიტიკური უნარებიდან გამომდინარე იყო, რომელიც ბატონ დავითს აქვს, მაგრამ თუ პრემიერი არ ჩაერია ამ საქმეში და  გუნდის ფორმირება მიანდო ქალბატონ თამარს, რა უფლება მაქვს მე ჩავერიო"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „ღია ეთერში" სტუმრობისას.

განათლების ყოფილი მინისტრის განცახდებით, ახალი მთავრობა როგორც თანმდებობაზე  ყოფნის,  ასევე თანამდებობიდან წასვლის და თანამდებობაზე დანიშვნის, სწორ და გამჭვირვალე სტადარტებს ამკვიდრებს.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016