reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: 9-10 თვის განმავლობაში დიდი სამუშაო უნდა შევასრულოთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:18
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: 9-10 თვის განმავლობაში დიდი სამუშაო უნდა შევასრულოთ!
ავტორი: ანა შანიძე
09 დეკემბერი, 2013. 15:28

„ჩვენ გვექნება ძალიან დატვირთული 9-10 თვე, რომლის განმავლობაშიც დიდი სამუშაო უნდა შევასრულოთ", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კვირიკაშვილის განმარტებით, პრემიერმა შექმნა ეკონომიკური საბჭო, რომელთან ერთადაც იმუშავებს საკოორდინაციო ჯგუფი. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს ჯგუფი გაუწევს ორგანიზებას გზამკვლევის აღსრულების ნაწილს.


გზამკვლევი ეხება რეფორმებს ბევრ სფეროში, მათ შორის არის ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნა, ურთიერთაღიარების მექანიზმების შექმნა, კანომდებლობა სურსათის უვნებლობისა და კონკურენციის ნაწილში და .. ჩვენ გვექნება ძალიან დატვირთული 9-10 თვე, რომლის განმავლობაშიც დიდი სამუშაო უნდა შევასრულოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საუბარია საქონლის, მომსახურების და კაპიტალის გადაადგილების ლიბერალიზაციაზე, რასაც საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დადებითი შედეგი ექნება.

 

საუბარია იმაზე, რომ მოხდეს კომპეტენციის აღიარება და ქართველმა პროფესიონალებმა თავისუფლად მიაწოდონ სერვისები ევროპულ ქვეყნებს. ასევე საუბარია იმაზე, რომ ევროპულ ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა მიიღონ ქართულმა კომპანიებმა და შეძლონ საქონლისა და სერვისების შეთავაზება. ჩვენ გველოდება მრავლისმომცველი და ტექნიკურად დატვირთული სამუშაო, რომელსაც აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016