reportiori.ge - დავით ზურაბიშვილი: შემიძლია, მხოლოდ ის ვთქვა, რომ ჩემი მუშაობით კმაყოფილნი არ იყვნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 04:46
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: შემიძლია, მხოლოდ ის ვთქვა, რომ ჩემი მუშაობით კმაყოფილნი არ იყვნენ
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 11:05

„ამიერიდან მე თავისუფალი ადამიანი ვარ და იმ პროცესების შეფასება, რომელიც სამინისტროში წავა უფრო  გაბედულად შემიძლია. განათლების სფეროდან წასვლას არ ვაპირებ. მე და თამარ სანიკიძეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მასზე ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი. თუმცა , განათლების მინიტრს ჩემი პროფესიონალიზმი არასდროს აწუხებდა."- ეს განცხადება დავით ზურაბიშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში" გააკეთა. განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მის  მიმართ გაჟღერებული განცხადებები შეაფასა.

„საუბარი იმაზე, რომ მე კვალიფიკაცია არ მივარგა და არაპროფესიონალი ვარ, სისულელედ მიმაჩნია. არ ვამბობ, რომ  ჩემი გათავისუფლების მოტივაცია რესპუბლიკელების წინააღმდეგ მიმართული მცდელობა იყო, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ეს დარტყმა სწორედ რესპუბლიკურ პარტიაზე გამოდის. შეიძლება, ამ ეტაპზე  არ ვიყო მისაღები კანდიდატურა, მაგრამ ჩემს ინტელექტს შეურაცხყოფას ნუ აყენებენ."-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ის გათავისუფლების კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სანიკიძესთან და მარგველაშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.   

„მე ვიცოდი, რომ ამის თაობაზე მიდიოდა ლაპარაკი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ტელევიზიიდან გავიგე. ჩემს დარჩენაზე სანიკიძესთანაც მქონდა საუბარი, თუმცა იმაზე ლაპარაკისგან, ვინ რას მეუბნებოდა, თავს შევიკავებ. შემიძლია, მხოლოდ ის ვთქვა, რომ არ იყვნენ ჩემი მუშაობით კმაყოფილნი. თუმცა ამბობენ, რომ მე გადასარევად ვმუშაობდი და მინისტრის მოადგილედ მხოლოდ იმიტომ არ უნდა დავრჩე, რომ ახალმა მინისტრმა საკუთარი გუნდი უნდა მოიყვანოს, დაუჯერებლად ჟღერს. გიორგი მარგველაშვილთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ეტყობა ბოლო მომენტში მან ჩათვალა, რომ მე არ ვმუშაობ კარგად. მართალი გითხრათ იმის არ მჯერა, რომ მარგველაშვილმა სანიკიძის ამ გადაწყვეტილებაზე არაფერი იცოდა. ჩემთვის ეს არ არის დამაჯერებელი. მე ვთვლი, რომ ძალიან კარგად ვმუშაობდი." - აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016