reportiori.ge - იური ვაზაგაშვილის სკანდალური ინტერვიუ („ასავალ-დასავალი“)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:37
პრეს-დაიჯესტი
იური ვაზაგაშვილის სკანდალური ინტერვიუ („ასავალ-დასავალი“)
ავტორი:
09 დეკემბერი, 2013. 16:05

იური ვაზაგაშვილი: ახლა მოვიძიებ და თუ აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვილის საქმის მასალებში გელა მებონიას ჩვენება არ დევს, მაშინ აშკარაა, რომ იგი პროკურატურამ გააქრო და ამ შემთხვევაში გელა მებონიას თვითმკვლელობის ვერსიაც ეჭვქვეშ დადგება!

 


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, მოძრაობა „საქართველოს არწივის" დამფუძნებელმა გელა მებონიამ ამა წლის 5 დეკემბერს მოსკოვში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მებონიამ დიდი რაოდენობით აბები დალია, შემდეგ კი ვენები გადაიჭრა.


ძვირფასო მკითხველო, შეგახსენებთ, რომ ყოფილი პოლიციელი გელა მებონია რამდენიმე თვის წინათ ფართო საზოგადოების წინაშე სკანდალური განცხადებებით გამოჩნდა. იგი ამტკიცებდა, რომ ოქროყანის ტყეში პირველმა ნახა სანდრო გირგვლიანის ცხედარი და ამბობდა, რომ ამ მკვლელობასთან დაკავშირებით ბევრი მნიშვნელოვანი და გამოძიებისათვის საინტერესო დეტალი იცოდა.

 

გელა მებონიამ ასევე სკანდალური განცხადებები გააკეთა 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ჩოგბურთის კორტებთან ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციასა და ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. მებონია პირდაპირ ადებდა ხელს პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს.

 

არსებული ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანისა და ზურა ვაზაგაშვილის საქმეებთან დაკავშირებით გელა მებონია პროკურატურამ დაჰკითხა და მან გამოძიებას დეტალური ჩვენებები მისცა.


სწორედ ამიტომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა ეჭვი, რომ გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის საქმეების სკანდალურ მოწმეს, შესაძლოა, თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.


ერთ-ერთი, ვისაც მსგავსი ეჭვი აწუხებს, ზურა ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილია, რომელიც „ასავალ-დასავალთან" საუბარში საინტერესო დეტალებს ჰყვება და სკანდალურ სიას ასაჯაროებს!


 

- ბატონო იური, იმ სკანდალური განცხადებების შემდეგ, რაც გელა მებონიამ თქვენი შვილის ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გააკეთა, მას პირადად თუ შეხვდით და ესაუბრეთ?

- უპირველეს ყოვლისა, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო გელა მებონიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით და სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს. გელა მებონია იყო კარგი ქართველი, კარგი მამა და კარგი პოლიციელი, რომელმაც გადაწყვიტა უსამართლობის წინააღმდეგ გალაშქრება და მერაბიშვილის დროინდელი დანაშაულებრივი პოლიციის მხილება.


მინდა, მოვუწოდო ყოფილ პოლიციელებს, რომ მიბაძონ გელა მებონიას და ხმა ამოიღონ უსამართლობის წინააღმდეგ, ილაპარაკონ იმ დანაშაულებზე, რასაც მერაბიშვილის პოლიცია სჩადიოდა. ამაზე უკეთეს საქმეს ისინი თავიანთი ქვეყნისა და შვილებისათვის ვერ გააკეთებენ!..


რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გელა მებონიას მე შევხვდი სრულიად შემთხვევით. მან მიმიპატიჟა თავის ოფისში და ცოტა ხანს ვისაუბრეთ. უნდა გითხრათ, რომ იგი ფლობდა ძალიან სერიოზულ ინფორმაციებს და ჰქონდა სერიოზული მასალები. მითხრა - ბატონო იური, არ გავჩერდები, ბოლომდე ვამხელ პოლიციის დამნაშავე მაღალჩინოსნებს და მათ თქვენი შვილისა და სხვა უდანაშაულო ბიჭების დახვრეტას არ ვაპატიებო. იყო ძალიან შემართული და საბრძოლოდ განწყობილი, აცხონოს ღმერთმა მისი სული...


- საინტერესოა, გელა მებონიამ პროკურატურას თუ მისცა ჩვენება თქვენი შვილის საქმესთან დაკავშირებით?

- გელა მებონია თავად მითხრა, პროკურატურაში რამდენჯერმე მივედი ჩვენების მისაცემად, მაგრამ ჩემი დაკითხვა არ მოინდომეს, თუმცა, საბოლოოდ მაინც მივაღწიე იმას, რომ დავეკითხეო... დიახ, გელა მებონიამ თავად მითხრა, რომ პროკურატურას ჩვენება მისცა როგორც ჩემი შვილის - ზურა ვაზაგაშვილის, ასევე სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.


- თქვენ ნანახი გაქვთ ეს ჩვენება?

- არა, არა მაქვს ნანახი. იმიტომ, რომ სააკაშვილის დროს მიღებული კანონის თანახმად, დაზარალებულ მხარეს საქმის მასალების გაცნობის საშუალება არა აქვს. როგორც ჩანს, დღევანდელ ხელისუფლებასაც ძალიან მოეწონა ეს კანონი და არ შეცვალა... ვთხოვ ჩემს ადვოკატებს მერაბ ჩიქოვანსა და გაგი მოსიაშვილს, რომ გადაემოწმებინათ, მისცა თუ არა მებონიამ გამოძიებას ჩვენება. მათ გადაამოწმეს და მებონია მართლაც დაკითხული ჰყავს პროკურატურას.


სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ჩემი შვილის საქმესთან დაკავშირებით, რომ მებონიას ჩვენება მიცემული აქვს, ეს ნამდვილად ვიცი!..


მე ახლა მოვიძიებ და თუ აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვილის საქმის მასალებში გელა მებონიას ჩვენება არ დევს, მაშინ აშკარაა, რომ იგი პროკურატურამ გააქრო და ამ შემთხვევაში გელა მებონიას თვითმკვლელობის ვერსიაც ეჭვქვეშ დადგება!

 

- უფრო კონკრეტულად გვითხარით, რას გულისხმობთ?

- გელა მებონია, როგორც თვითმხილველი, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში პირდაპირ ადებდა ხელს ირაკლი ფირცხალავას, ირაკლი ქადაგიძეს, გიორგი ცააძეს... ამ მკვლელებს დღევანდელ პროკურატურაშიც ბევრი მეგობარი და თანამზრახველი ჰყავთ და არ გამოვრიცხავ, რომ პროკურატურიდან გაჟონა ინფორმაციამ, თუ რა ჩვენება მისცა გელა მებონიამ გამოძიებას!


- ანუ თქვენ მებონიას თვითმკვლელობის ვერსიის არ გჯერათ?

- ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჩემი ეჭვია... თქვენ კარგად იცით, რომ ისე არაფერს ვამბობ, თუ მტკიცებულებები არ მიჭირავს ხელში.


გელა მებონიას მოსკოვში სიკვდილი საეჭვოდ დაემთხვა ჩემი შვილის მკვლელის გიორგი ცააძის მოსკოვში ყოფნას!

 

- ცააძე ამჟამად მოსკოვშია?

- დიახ, ცააძე მოსკოვშია და ეს მკვლელი, რომელმაც ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით მოკლა, დღეს მუშაობს მოსკოვის პოლიციაში! კიდევ გეუბნებით, არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ ეჭვს გამოვთქვამ, მაგრამ ეს საქმე ასე არ დარჩება, ყველაფერი გაირკვევა!

 

- ბატონო იური, „ასავალ-დასავალის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ თქვენს ინტერვიუს, რომელშიც განაცხადეთ, რომ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად თქვენი შვილის მკვლელი გიორგი დალაქიშვილი დაინიშნა, რამე გამოხმაურება თუ მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან?

- თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირადად არავინ შემხმიანებია, მაგრამ ჩემთან მოვიდა ერთი პიროვნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნდობით აღჭურვილი კაცი, რომელსაც ჰქონია შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან და მისი პირით შემომითვალეს, დალაქიშვილი თქვენი შვილის მკვლელი არ არის, მას ზურასთვის ტყვია არ უსვრიაო.

 

მე არც მითქვამს, რომ დალაქიშვილმა პირადად ესროლა ჩემს შვილს, მე ვთქვი, რომ იგი მონაწილეობდა სპეცოპერაციაში და იყო ცააძის ჯგუფში, რომელმაც ჩემს შვილს საკონტროლო ტყვია დაახალა.


ვინაიდან დალაქიშვილი ამაზე ხმას არ იღებს და დღემდე ჩუმად არის, იგი ჩემთვის მკვლელია. თკუ მკვლელი არ არის, მაშინ ილაპარაკოს, მისცეს ჩვენება გამოძიებას და დაადოს ხელი დამნაშავეებს!



მოვუწოდებ შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, რომ გაწმინდოს პოლიცია მკვლელებისაგან, მოვუწოდებ ახალ მთავარ პროკურორს, რომ გაწმინდოს პროკურატურა მკვლელების მფარველი და გამოძიების გამყალბებელი პროკურორებისაგან!

 

- ბატონო იური, ასეთები კიდევ არიან პოლიციასა და პროკურატურაში?

- სამწუხაროდ, არიან და თან ძალიან ბევრი. ახლა თქვენ ექსკლუზიურად დაგისახელებთ ყველა იმ პიროვნების სახელსა და გვარს, რომლებიც მონაწილეობდნენ კორტების სპეცოპერაციაში, შემდგომში კი - გამოძიების და ექსპერტიზის მასალების გაყალბებაში. ამ სიას ახლა პირველად ვასაჯაროებ.

 

- ძალიან საინტერესოა, ყურადღებით გისმენთ...

- ჩამოგითვლით სახელებსა და გვარებს, ასევე თანამდებობებს, რომლებიც მათ იმ დროისათვის ეკავათ:


1. ფრანკ ანკოსი - საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;


2. შაქრო ზაალიშვილი - საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს საგამოძიებო, კრიმინალური, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი;


3. თენგიზ ხარებავა - საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს საგამოძიებო, კრიმინალური, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი;


4. ირაკლი შუალია - საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი;


5. გიორგი ღვინიაშვილი - ქ. თბილისის პროკურორი;


6. გელა ბადრიაშვილი - ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე;


7. ლევან გვაზავა - შს მინისტრის მოადგილე;


8. ირაკლი ქადაგიძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;


9. კონსტანტინე სირაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;


10. ირაკლი ფირცხალავა - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;


11. გიორგი ცააძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე;


12. გელა ანჯაფარიძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსი;


13. ზ. ქიქავა - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე;


14. შოთა ჭანუყვაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს ლიდერებთან ბრძოლის განყოფილების უფროსი;


15. გ. დალაქიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე;


16. შ. რთველიაშვილი - შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი;


17. ბ. ხითარიშვილი - შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსი;


18. გიორგი ხიზანიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი;


19. ზურაბ ფერაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების უფროსის მოადგილე;


20. ნ. სამარღანიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსი;


21. ზ. სულავა - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;


22. შ. ნიქაბაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;


23. გრიგოლ კვინიკაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;


24. გიორგი დარჯანია - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორი;


25. ლევან ბეროძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების გამომძიებელი;


26. ზურაბ ქემაშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;


27. ილია ზურაშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე;


28. ლაშა ქურხული - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორი;


29. მიხეილ შველიძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორი;


30. ორენჩ (ოთარ) მირზოევი  - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორი;


31. გიორგი დალაქიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ინსპექტორი;


32. გელა რაზმაძე  - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ინსპექტორი;


33. თ. ახვლედიანი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-4 განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;


34. დ. სართანია - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსი ინსპექტორი;


35. ს. კაბულოვი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ინსპექტორი;


36. ზ. მათითაიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ინსპექტორი;


37. თ. პაპუაშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;


38. დ. ნატრიაშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;


39. მერაბ არობელიძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;


40. თ. შონია - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  გამომძიებელი;


41. გიორგი კაჭარავა - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი;


42. ალექსანდრე იმერლიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი;


43. დავით მხეიძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი;


44. გ. ბჟალავა - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დამნაშავეთა სამყაროს ლიდერებთან ბრძოლის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებები;


45. თამაზ ბერბიჭაშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების გამომძიებელი;


46. გ. ჭანტურია - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;


47. მახლაზ ჩხიტუნიძე - ქ. თბილისის შს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი;


48. თენგიზ ფხაკაძე - ქ. თბილისის შს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ჯგუფის უფროსი;


49. ბესიკ გუჯეჯიანი - ქ. თბილისის შს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი;


50. დავით სულაბერიძე - ქ. თბილისის შს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი;


51. ლევან გორგოძე - ქ. თბილისის შს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი;


52. ი. აბაშიძე - შსს საექსპორტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი;


53. როინ ენუქიძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;


54. ო. ოქრუაშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი;


55. ზაზა ზაზაძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური მიმართულების ექსპერტი;


56. გიორგი ზაზაძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საექსპერტო-კრიმინალისტიკური განყოფილების კრიმინალისტი;


57. გ. მაღრაძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ექსპერტი;


58. რამაზ სურამანიძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის მიმართულების უფროსი ექსპერტი;


59. ლეილა მეშველიანი - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის მიმართულების უფროსი ექსპერტი;


60. დოდო ელბაქიძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტი;


61. დალი ექვთიმიშვილი - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტი;


62. ლ. კაცოშვილი - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტი;


63. კ. სიჭინავა - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კრიმინალისტი;


64. რ. ნერსესაშვილი - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურის მთავარი სამმართველოს კრიმინალისტი.


ამ ადამიანებმა თავადვე „გამოიძიეს" საკუთარი დანაშაული და ბევრიც დღემდე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროსა თუ პროკურატურაში!


და ბოლოს, ხაზგასმით მინდა ვთქვა: თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან და ხელისუფლება სამართლიანობას არ აღადგენს, გამწარებული ხალხი თავადვე გადავა სამართლის აღსრულებაზე და მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება!


ჩვენ კიდევ 10-15 დღეს მოვიცდით, მეტ ლოდინს აღარ ვაპირებთ!


ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016