reportiori.ge - „ფორსაჟი-7“ პოლ უოკერის დაღუპვის რეალური კადრებით გამოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:37
ყვითელი
„ფორსაჟი-7“ პოლ უოკერის დაღუპვის რეალური კადრებით გამოვა
ავტორი: ანა შანიძე
09 დეკემბერი, 2013. 17:46

ფორსაჟი-7"-ის გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა, აღარ მოიფიქრონ ახალი სცენარი პოლ უოკერის გმირის დაღუპვისთვის და ფილმში ვიდეორეგისტრატორის მიერ გადაღებული რეალური კადრები და ავარიის ადგილზე გადაღებული ფოტოები გამოიყენონ.


სცენარში პოლ უოკერის გმირი მეგობართან ერთად მანქანაში ჩაჯდება და შემდეგ მოხდება ის, რაც  რეალურად მოხდა. პროდიუსერები დარწმუნებული არიან, რომ ფილმი არა მარტო პატივს მიაგებს მსახიობის ხსოვნას, არამედ ფრანშიზის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდება.


ამასთან, უკვე ცნობილია, რომ სოციალურ ქსელში დაგეგმილი შეხვედრის მიხედვით, დაღუპული მსახიობის 7 ათასზე მეტი თაყვანისმცემელი შეიკრიბება ამ კვირას უოკერის გარდაცვალების ადგილას. ამ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მოსალოდნელია საცობების წარმოქმნა.


გამოიკვეთა ექსპერტიზის დასკვნის შედეგებიც: ცნობილი გახდა, რომ პოლ უოკერის მეგობარი, რომელიც „პორშეს" საჭესთან იჯდა, შეჯახებისთანავე დაიღუპა, უოკერი კი რამდენიმე წუთით გვიან - მისი სიკვდილის მიზეზი ტრამვასთან ერთად დამწვრობაც გახდა.



შეგახსენებთ, ამერიკელი მსახიობი, პოლ უოკერი,რომელმაც ფილმ ფორსაჟით" გაითქვა სახელი, ერთი კვირის წინ, 40 წლის ასაკში, ავტოავარიაში დაიღუპა. შემთხვევა  კალიფორნიის ქალაქ სანტა-ბარბარაში მოხდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016