შემაჯამებელი პრაიმერის ფარგლებში პრეზიდენტობის კანდიდატები - დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია დებატებს სხვადასხვა თემაზე გამართავენ. ღონისძიებას დაესწრებიან დელეგატები და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები.პრაიმერში გამარჯვებული კანდიდატი, რომელიც რეგიონული კონფერენციებისა და ინტერნეტკენჭისყრის შედეგად ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, დღეს გამოცხადდება. პრაიმერი საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" 14:00 საათზე დაიწყება, სდაც დელეგატები რეგისტრაციას გაივლიან,15:00 საათზე კი დებატები დაიწყება. პრაიმერიზში მონაწილე კანდიდატებს შორის ამ დროისთვის დავით ბაქრაძე ლიდერობს. ბათუმში და ზუგდიდში მიმდინარე პრაიმერმა აქციების ფონზე ჩაიარა. აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ბოთლები და ქვები დაუშინეს.