reportiori.ge - არასამთავრობოები შსს-ს, აქციაზე შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების მიღების თხოვნით მიმართავენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 04:26
პოლიტიკა
არასამთავრობოები შსს-ს, აქციაზე შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების მიღების თხოვნით მიმართავენ
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 12:05

"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს დაგეგმილ პრაიმერთან დაკავშირებით შსს-ს მიმართავს. "როგორც ცნობილია, 27 ივლისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" ტერიტორიაზე იმართება "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო პრაიმერი, რომელშიც პარტიის 1000-მდე აქტივისტი მიიღებს მონაწილეობას. პარალელურად პარტია "თავისუფალი საქართველოს" მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმავე პერიოდში წერეთლის გამზირზე, "ექსპო-ჯორჯიას" მიმდებარედ იგეგმება აქციის გამართვა. "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოხსენებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების მიღების თხოვნით, რათა თავიდან იყოს აცილებული შესაძლო პროვოკაციები", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ამასთან, "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაში" იმედს გამოთქვამენ, რომ როგორც შსს-ს წარმომადგენლები, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიების წევრები და აქტივისტები იმოქმედებენ კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ დაფიქსირდება სიტუაციის ესკალაცია.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016