reportiori.ge - შსს თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ორი პირია დააკავებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:28
სამართალი
შსს თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ორი პირია დააკავებული
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 12:17

სამართალდამცვალებმა ქუთაისში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. დაკავებულნი არიან 1948 წელს დაბადებული აკაკი ნ. და 1989 წელს დაბადებული კონსტანტინე კ. მათ ზურგის არეში დანით დაჭრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა რაც სამართალდამცველებმა შეამჩნიეს სამი პიროვნება, რომლებიც არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. მათ აღნიშნულ პირებს წარუდგინეს თავი, უთხრეს, რომ არიან შსს-ს თანამშრომლები და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. დამრღვევი პირები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სამართალდამცველების მისამართით დაიწყეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტის დროს მათ დანით დაჭრეს შსს-ს თანამშრომელი. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს, რომელიც ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. (სსსკ-ს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016