reportiori.ge - უფლებადამცველები საზოგადოებას მოუწოდებენ, დღევანდელი აქცია კონსტიტუციით დადგენილ ჩარჩოებს არ გასცდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 05:03
პოლიტიკა
უფლებადამცველები საზოგადოებას მოუწოდებენ, დღევანდელი აქცია კონსტიტუციით დადგენილ ჩარჩოებს არ გასცდეს
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 12:28

უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საზოგადოებას მოუწოდებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი პრაიმერიზის პარალელურად დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე კონსტიტუციით დადგენილ ჩარჩოებს არ გასცდეს. "დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპია, მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეკრებებზე გამოთქვან თავიანთი პოლიტიკური შეხედულება და მანიფესტაციების საშუალებით საჯაროდ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა უფლებების დაცვა ცალმხრივად, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ვერ მოხერხდება. ქვეყნის ინტერესების დასაცავად, აუცილებელია საზოგადოება არ გასცდეს კონსტიტუციით დადგენილ ჩარჩოებს და შეკრებას ძალადობრივი ხასიათი არ მისცეს. "ახალგაზრდა ადვოკატები" ითვალისწინებენ 20-21 ივლისს ბათუმსა და ზუგდიდში გამართული წინასაარჩევნო კამპანიისას მომხდარ შემაშფოთებელ ფაქტებს და თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე, საზოგადოებას ძალადობრივი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაცია თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, არ დაივიწყონ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ბოროტად გამოყენება დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს", - ნათქვამია "ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებაში. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016