ურეკის რეზიდენციაში ბიძინა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს წევრებს ხვდება. მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. განსახილველი თემა, სავარაუდოდ სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები იქნება, რომლის მიხედვითაც იპოტეკით და სასესხო ვალედბულებით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესი ექვსი თვით შეჩერდება. როგორც პრემიერმა გუშინ განაცხადა, ამ ფორმის ცვლილებებს მხარს არ უჭერს. აღნიშნული პროექტი პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე დღეს, მეორე მოსმენით უნდა განიხილოს. შეგახსენებთ, რომ სხდომა გუშინ პარლამენტში ბომბის არსებობის ცრუ განგაშის გამო ჩაიშალა. განხილვა დღეს, 16:00 საათზე განახლდება. სავარაუდოდ დეპუტატები საარჩევნო კანონმდებლობისა და მოქალაქეთა პოლიტკური გაერთიანებების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე მუშაობასაც დაასრულებენ. უმრავლესობა ნორმატიული აქტების შესახებ მიღებულ კანონპროექტში, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასაც შეეცდება.