reportiori.ge - „ტაბულას“ გადამღებ ჯგუფს უკრაინის დატოვებას სთხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:59
მედია
„ტაბულას“ გადამღებ ჯგუფს უკრაინის დატოვებას სთხოვენ
10 დეკემბერი, 2013. 20:06

ქართველ ჟურნალისტებს უკრაინიდან დეპორტაცია ემუქრებათ. უკრაინული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი უშიშროების სამსახურს გადაწყვეტილების დასაბუთებას სთხოვენ.


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ტაბულას" გადამღებ ჯგუფს უკრაინის უშიშროებისა და საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.


როგორც „ტაბულას" ჟურნალისტმა დიმიტრი ავალიანმა განაცხადა, მათ ზეპირი ფორმით აუხსნეს, რომ ქვეყანა ერთი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალს მასობრივი არეულობების მონაწილეობაში დასდებენ და ქვეყნიდან დეპორტით გამოუშვებენ.


„მათ ზეპირად გამაცნეს დადგენილება, რომელსაც მათი თქმით, ხელს უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე აწერს. დადგენილების თანახმად, ჩვენ გვეკრძალება ქვეყანაში შემოსვლა და ერთი დღის ვადაში უნდა დავტოვოთ", - განაცხადა დიმიტრი ავალიანმა.


როგორც ცნობილია, სპეცსამსახურები სხვა ქართველი ჟურნალისტების კოორდინატებითაც დაინტერესდნენ, რათა მათ ანალოგიური გადაწყვეტილების შესახებ აცნობონ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016