reportiori.ge - უკრაინა ასოცირების ხელმოწერის მოსამზადებლად მოლაპარაკებებს იწყებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:40
მსოფლიო
უკრაინა ასოცირების ხელმოწერის მოსამზადებლად მოლაპარაკებებს იწყებს
10 დეკემბერი, 2013. 22:22

უკრაინული სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, უკრაინა ხვალიდან ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მოსამზადებლად მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. როგორც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, სამუშაო ჯგუფი ბრიუსელში ხვალ გაემგზავრება. 

"სავარაუდოდ, ბრიუსელში ჩვენი სამუშაო ჯგუფი, ვიცე-პრემიერ არბუზოვის მეთაურობით გაემგზავრება და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ევროპულმა კომისიამ ამ სამუშაოს დაწყება შემოგვთავაზა", - აღნიშნა იანუკოვიჩმა.

მისი განცხადებით, მოლაპარაკებების მსვლელობისას უკრაინა ეცდება მიაღწიოს პირობებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას დააკმაყოფილებს. იანუკოვიჩმა არ გამორიცხა, რომ შეთანხმების პირობების გაანალიზების შემდეგ, უკრაინა მათი გადახედვის ინიცირებასაც მოახდენს.

ევროკავშირის კომისარი გაფართოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე აცხადებს, რომ  ევროკავშირი მზადაა რუსეთთან უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შესახებ დიალოგი გამართოს, თუმცა არ ეთანხმება სამმხრივი ფორმატით მოლაპარაკებებს: ევროკავშირი-უკრაინა-რუსეთი. 

„უნიანის" ინფორმაციით, ფულემ მიანიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში "მესამე ზედმეტია". აღნიშნული განცხადება ფულემ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე განაცხადა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, "აღმოსავლეთ პარტნიორობაზეც" მსჯელობდნენ.
"ჩვენ გვსურს რუსეთთან ჩვენი დიალოგი გამოვიყენოთ იმის ასახსნელად, რომ უკრაინასთან შეთანხმების გაფორმება რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს არ დააზიანებს", - განმარტა ფულემ.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016