reportiori.ge - საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის საოკუპაციო ჯარის ქმედებები უხეშად არღვევს მოქალაქეთა უფლებებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:24
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის საოკუპაციო ჯარის ქმედებები უხეშად არღვევს მოქალაქეთა უფლებებს
11 დეკემბერი, 2013. 12:12

საქართველოს საგარეო საქმეტთა სამინისტრო ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ პერიოდში ბანერების მოწყობა მოხდა ქარელის რაიონულ სოფლებში: კნოლევი, ავლევი, ცერონისი, ღოღეთი, დირბი. ასევე ბანერები აიწყო გორის რაიონის სოფლებშიც: ერგნეთი, დიცი, ქერე, ფლავი, ფლავისმანი, მეჯვრისხევი, ციცაგიანთკარი და ზემო ნიქოზი.


„რუსეთის საოკუპაციო ჯარის ქმედებები უხეშად არღვევს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც სავალალო ჰუმანიტარულ შედეგებს იწვევს.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის პროვოკაციულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ - საერთაშორისო ვალდებულებებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულვებელყოფით, რომელიც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მოსკოვის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციას რუსეთის ქმედებების უკანონობასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ სახელმწიფოებს, განაგრძონ ეფექტური ზომების მიღება საქართველოს სუვენერულ ტერიტორიაზე საგანგაშო პროცესების აღსაკვეთად", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016