reportiori.ge - თომას ჰამერბერგი: ყველაზე სერიოზული ხარვეზი იუსტიციის სისტემაში შეინიშნება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:21
პოლიტიკა
თომას ჰამერბერგი: ყველაზე სერიოზული ხარვეზი იუსტიციის სისტემაში შეინიშნება!
11 დეკემბერი, 2013. 14:03

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა თომას ჰამერბერგმა ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში შეინიშნებოდა სისტემური პრობლემები, რომლის აღმოფხვრაც აუცილებლობას წარმოადგენს. მან კორუფციაზე, ადამიანის უფლებებსა და განათლებაზე გაამახვილა ყურადღება.


„ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის რანგში ხშირად მიწევდა ჩამოსვლა და ერთ-ერთი სერიოზული ხარვეზი, რაც იმთავითვე შევნიშნე, იუსტიციის სისტემას ეხებოდა. იუსტიციის სისტემას გადამწყვეტი როლი აკისრია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში იქ სადაც, საკანონმდებლო ორგანოები, პროკურატურა, სასამართლო და პენიტენციური სისტემა გამართულად ვერ მუშაობს, ადამიანის უფლებებს საფრთხე ემუქრება. საქართველოში შეინიშნებოდა სისტემური პრობლემები. დღეს, ახალ პოლიტიკურ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემების აღმოფხვრა. ჩემი მისიაც სწორედ ამაში მდგომარეობს. უნდა ითქვას, რომ გარკვეული ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადაიდგა. როცა იუსტიციის სისტემაში კორუფციაა, ეს საგანგაშოა. კორუფცია ნიშნავს ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანებისთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას, რაც ადამიანის უფლებებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის",-განაცხადა ჰამერბერგმა.

 

თომას ჰამერბერგმა სახელმწიფოში მედიის როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მედიას ძალიან დიდი როლი აკისრია ადამიანის უფლებების დაცვის  საკითხში.


„მართალია, მედიასაშუალებები ხშირად ამ როლს არ ასრულებენ, მაგრამ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მათგან ეს. იმ ადამიანს, რომელთა პროფესიაც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ადამიანის უფლებებს, მხედველობაში მყავს არა მარტო პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, არამედ, სოციალური მუშაკები, მედპერსონალი, მასწავლებლები, უნდა ჰქონდეთ სათანადო განათლება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში",- აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016