reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: თვითონ დათესეს დაპირისპირების თესლი საზოგადოებაში და ახლა იმკიან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 04:35
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: თვითონ დათესეს დაპირისპირების თესლი საზოგადოებაში და ახლა იმკიან!
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 14:29

„შოთა მალაშხიამ ჯობია  კრიტიკულად შეაფასოს თავისი პარტიის და პირადად საკუთარი ნამოღვაწარი და აქედან გამომდინარე გააკეთოს განცხადებები."-ასე შეაფასა „რეპორტიორთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ შოთა მალაშხიას  ის განცხადება,  რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებას გეგმავს.  „სამწუხაროდ თვითონ დათესეს დაპირისპირების თესლი საზოგადოებაში და ახლა იმკიან."-  განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ახალი ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რომ საზოგადოებაში აგრესია იყოს, მაგრამ როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი აღნიშნავს, არსებობს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც გარკვეულ საზღვრებს არ უნდა სცილდებოდეს. ვოლსკიმ განმარტა, რომ ის აქციები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის დრო იმართება, „ქართული ოცნების" ინტერესებს  ვნებს. „თვითონ ეს პრაიმერიც ხელოვნური სპექტაკლის შთაბეჭდილებას ტოვებს და აღიზიანებს საზოგადოებას, თუმცა ვიმეორებ, აგრესიის ის ფორმა, რომელიც, თუნდაც ზუგდიდში იყო გამოხატული, ქართული ოცნების სტრატეგიასა და ინტერესებს ვნებს."- განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერი დღეს თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" იმართება, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას მართავენ. „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელის, შოთა მალაშხიას თქმით კი, ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებას აპირებს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016