reportiori.ge - დემურ გიორხელიძე: საშიში ტენდენცია ფიქსირდება - საქართველოდან ფული გადის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:36
ეკონომიკა
დემურ გიორხელიძე: საშიში ტენდენცია ფიქსირდება - საქართველოდან ფული გადის!
12 დეკემბერი, 2013. 14:42

„არ გამოვრიცხავ, რომ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ხელისუფელბა ძალიან მალე, მძიმე მდგმარეობაში აღმოჩნდეს", - ამის შესახებ ექსპერტმა  ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ, დღეს „რეპორტიორში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის 80 მილიონი ამერიკული დოლარი გაისროლა. სად არის ეს ფული, ვინ იყიდა? შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი უკვე საზღვარგარეთაა გასული. ლარის კურსის თამაში უკავშირდება გარკვეულ ინტერესთა ჯგუფების მოქმედებებს და ვფიქრობ, რომ ეს ინტერესთა ჯგუფები დღესაც ძალიან ძლიერია და მათ გარკვეული ურთიერთობები აქვთ  წინა ხელისუფლებასთან. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელისუფელბა ძალიან მალე, მძიმე მდგმარეობაში აღმოჩნდეს", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.


მისი თქმით, აღნიშნულ ვითარებაში მთავრობა ინერტულად მოქმედებს.

 

„სისტემურობას ვერ ვხედავ მთავრობის მოქმედებაში. ვერ ვხედავ ერთიან მიდგომებს, ისინი ცალკეული სამინისტროების დონეზე მოქმედებენ. როცა კრიზისული მდომარეობაა ქვეყანაში, აუცილებელია ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. არ გამოვრიცხავ, რომ აღნიშნული ინეტერსთა ჯგუფები, პოლიტიკურ ჯგუფებზე  ზეწოლას მოახდენენ და ლარის კურსს დააგდებენ. ასეთ სიტუაციაში კი ქვეყანას საკმაოდ ხისტი მოქმედება მოუწევს", - განმარტა გიორხელიძემ.

 

დემურ გიორხელიძე ქვეყნიდან ფულის გადინებას საშიშ ტენდენციად მიიჩნევს და თვლის, რომ ლარის კურსის ვარდნა ინფლაციასთან პირდაპირ კავშირშია.

 

„იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკაში რაიმე დადებითი ძვრები არ არის, ლარის ვარდნა ძალიან საშიშია, ვინაიდან ინფლაცია, ლარის კურის ცვლილება, როგორც წესი, დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდასთან. როცა ეკონომიკა იზრდება, ხალხი ფულს გამოიმუშავებს, მოთხოვნები იზრდება... ამის მსგავსი არაფერი ხდება ქვეყანაში. ასევე ერთი საშიში ტენდენცია ფიქსირდება -  საქართველოდან ფული გადის. ბოლო სამ თვეში საქართველოდან გავიდა 310 მილიონი ამერიკული დოლარი და მთლიანად წლის განმავლობაში 600 მილიონზე მეტი", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016