reportiori.ge - გიგი წერეთელი: ჩემი შვილი თუ დამნაშავეა, პასუხს აგებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:45
სამართალი
გიგი წერეთელი: ჩემი შვილი თუ დამნაშავეა, პასუხს აგებს
ავტორი:
27 ივლისი, 2013. 15:09

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გიგი წერეთლის განცხადებით, წუხელ მთაწმინდაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს,  მოტოციკლეტი დაეჯახა ავტომანქანას და არა პირიქით. ჩემი შვილი მეგობრის მანქანით თბილისიდან მიდიოდა, ზემოდან კი ბაიკერების კოლონა მოდიოდა. ერთ-ერთი მოტოციკლი გზის საწინააღმდეგო მონაკვეთზე დიდი სიჩქარით გადმოვიდა და მანქანას დაეჯახა. ტრაგედიაა, რომ დაიღუპა ახალგაზრდა. მსუბუქად დაშავდნენ ჩემი შვილი და მისი მეგობრები. ამ ავტოსაგზაო შემთხვევას ბევრი თვითმხილველი ჰყავს. მიმდინარეობს გამოძიება და მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ მოტოციკლეტი დაეჯახა მანქანას და არა პირიქით", - აღნიშნა გიგი წეეთელმა. მისივე ინფორმაციით, ნუგზარ წერეთელი უმნიშვნელოდ იყო ნასვამი. ჩემ შვილს ლუდი ჰქონდა დალეული და ის უმნიშვნელოდ იყო ნასვამი. მისი მდგომარეობა ავტოსაგზაო შემთხვევას ვერ გამოიწვევდა. ნაწილობრივ გამოძიება უკვე ჩატარებულია და ისევ გრძელდება საგამოძიებო პროცესი. მირეკავენ და მეუბრებიან, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ზეწოლას ხომ არ უკავშირდებაო... კატეგორიულად ვაცხადებ, რომ აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია და ნურავინ დაუკავშირებს მომხდარს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას. მოხდა ტრაგედია და დაიღუპა ახალგაზრდა. ჩემი შვილი კანონის წინაშე პირმართალი იქნება. თუ დამნაშავეა, მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. თუმცა მისი მსუბუქი ალკოჰოლის ქვეშ ყოფნა სხვა საკითხია და ამ ტრაგედიას უნდა გაემიჯნოს",-განაცხადა წერეთელმა. გიგი წერეთლის ინფორმაციით, პოლიციელების მხრიდან რაიმე უხეშობა ან სამსახურებრივი გადაცდომა არ ყოფილა და კორექტულად იქცეოდნენ. რაც შეეხება ნუგზარ წერეთელს, ის მთელი ღამის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, ახლა კი სახლშია. გიგი წერეთლის ინფორმაციით, მის შვილს, სავარაუდოდ, მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს და კისრის მალების გამოკვლევაც ჩაუტარდება.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016