reportiori.ge - ნოდარ ჭიჭინაძე: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირების მიზეზი ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირებაა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:55
ეკონომიკა
ნოდარ ჭიჭინაძე: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირების მიზეზი ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირებაა!
ავტორი:
12 დეკემბერი, 2013. 19:10

„საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 2-3%-მდე შემცირების მიზეზი ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირებაა", - ამ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე აკეთებს.


როგორც ჭიჭინაძე განმარტავს, აუცილებელია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა  „ხუდონჰესი" და ანაკლია.


მისივე თქმით, გასული წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ისეთი პროექტების განხორციელების შედეგი იყო როგორიცაა: პარლამენტის შენობა, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია, იუსტიციის სახლი და ა.შ. ეს პროექტები ზოგ შემთხვევაში ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, ზოგჯერ კი კერძო სექტორიდან მთავრობის მიერ ზეწოლის განხორციელების შედეგად. ბიზნესმენები ხშირად ფულს აბანდებდნენ არამომგებიან პროექტებში, თუმცა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვითარება შეიცვალა.

 

როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, შეწყდა მეწარმეებზე ზეწოლა. შესაბამისად, ისინი თავს იკავებენ არარენტაბელურ სფეროებში ინვესტირებისგან, ამას დაემატა ასევე სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირება, რამაც თავისი ზეგავლენა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზეც მოახდინა. შექმნილ მდგომარებაში მიმაჩნია, რომ აუცილებელია ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორიცაა „ხუდონჰესი", ანაკლიის პორტი და სხვა, რათა მოხდეს ეკონომიკაში თანხების ინვესტირება, რაც ერთის მხრივ, დასაქმების ზრდას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ, ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელი იქნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები აშენების შემდგომაც შეიტანენ საკუთარ წვლილს ქვეყნის ეკონომიკაში, განსხვავებით პარლამენტის შენობისა თუ პრეზიდენტის რეზიდენციისა, რომლებიც მხოლოდ მშენებლობის პროცესში იძლევიან ეკონომიკურ სარგებელს", - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016