reportiori.ge - საქართველოში ნოემბრის თვეში ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:33
ეკონომიკა
საქართველოში ნოემბრის თვეში ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა
13 დეკემბერი, 2013. 11:13

მიმდინარე წლის ნოემბრში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტი გაიზარდა და 82,3 ათასი ტონა შეადგინა , რაც 10,5 ათასი ტონით მეტია  ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  40,0  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -  42,3 ათასი ტონა.


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 750,9 ათასი ტონა, რაც  17 ათასი ტონით ანუ 2,3 % -ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (767,9 ათასი ტონა) შედარებით.


ქვეყნების მიხედვით 2013 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 259,0 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 197,2 ათასი ტონა და დიზელი - 61,8 ათასი ტონა), რაც მთელი იმპორტის 34,5%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი - 193,3 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 22,7 ათასი ტონა და დიზელი - 170,6 ათასი ტონა) - 25,7%;  ბულგარეთი - 121,9 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 88,9 ათასი ტონა და დიზელი - 33,0 ათასი ტონა) - 16,2%;  რუსეთი - 105,9 ათასი ტონა (მხოლოდ დიზელი) - 14,1% და სხვ... 


საწვავის კატეგორიების მიხედვით, მ/წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 73,0%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 25%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 2%. ხოლო დიზელის საწვავთან დაკავშირებით: L-62 ტიპის დიზელი - 69%, ხოლო ევრო დიზელი - 31%.


აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:


მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 66,7  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 98,9% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.


საავიაციო ნავთის (JET) იმპორტმა 2013 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში შეადგინა 78,8 ათასი ტონა, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი -  71,7% განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 17,6%, ისრაელი - 7,5%, საბერძნეთი - 3,0%.

მ/წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 13,6 ათასი ტონა .


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016