ეკონომიკა
შალვა ფიფია: ბოლო მონაცემებით, 17 ათას ტონაზე მეტი ციტრუსია ექსპორტირებული
ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
13 დეკემბერი, 2013. 16:02
,,დღევანდელი მდგომარეობით 17 ათას ტონაზე მეტი ციტრუსია ექსპორტირებული", - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა. წელს ხდება უპრეცედენტო სუბსიდირება, როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული მანდარინის. ამის მიზეზი იყო ძალიან დიდი მოსავალი, წელს დაახლოებით 100 ათას ტონამდე მოსავალი მოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით ორჯერ მეტია. შარშან სარეალიზაციო ფასი შეადგენდა დაახლოებით 50-60 თეთრს, წელს ეს ფასი არის 35-45 თეთრამდე", - განაცხადა შალვა ფიფიამ.
მინისტრის თქმით, ფერმერების კომპენსირებისთვის სახელმწიფო მათ კილოგრამ მანდარინზე, 15 თეთრს დაუმატებს.
12 თებერვალი, 2016. 14:50
11 თებერვალი, 2016. 19:52
11 თებერვალი, 2016. 19:48
11 თებერვალი, 2016. 19:47
11 თებერვალი, 2016. 18:52
11 თებერვალი, 2016. 17:35
04 თებერვალი, 2016. 10:35
25 იანვარი, 2016. 23:54
23 იანვარი, 2016. 21:32
18 იანვარი, 2016. 17:12
06 იანვარი, 2016. 19:45
22 დეკემბერი, 2015. 16:19
03 დეკემბერი, 2015. 12:35
11 ნოემბერი, 2015. 22:28
11 ნოემბერი, 2015. 14:00