reportiori.ge - ილია მეორე: ახლანდელ დროში ანალიტიკური აზროვნება დაქვეითებულია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:11
რელიგია
ილია მეორე: ახლანდელ დროში ანალიტიკური აზროვნება დაქვეითებულია!
ავტორი: ანა შანიძე
15 დეკემბერი, 2013. 14:21

ოველი ადამიანი პასუხისმგებელია ღვთისა და ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.


პატრიარქის თქმით, დღეს ისეთი დროა, როდესაც ადამიანმა ბევრი იცის, მაგრამ სიღრმე და ანალიზი აკლია.

 "ანალიტიკური აზროვნება დაქვეითებულია. ადამიანმა უნდა გააანალიზოს წარსული, აწმყო და მომავალი. ხშირია, როდესაც წარსულს ვაიდეალებთ. არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, წარსულში ყველაფერ ნეგატიურს ხედავენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა პერიოდში არის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, თუ ესა თუ ის მოვლენა დადებითია, უნდა მივიღოთ, თუ უარყოფითია - არა", - ბრძანა უწმინდესმა.


პატრიარქმა აღნიშნა, რომ   ცხოვრება განსაცდელი და გამოცდაა, რომელიც ადამიანმა უნდა ჩააბაროს. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ადამიანის ცხოვრება ურთულესი პროცესია.


"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანის ცხოვრება არის მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობა, კარგი პირობები, კარგი ოჯახი, ეს ასე არ არის. ადამიანის ცხოვრება უფრო რთული პროცესია, პასუხისმგებლობა ღვთის, ოჯახისა და ერის წინაშე. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რისთვის მოგვავლინა ღმერთმა ქვეყანაზე. ეს ქვეყანა, როგორც მდინარე უნდა განვლოს ადამიანმა და უნდა გადავიდეს იმ ქვეყნად. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ - იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ადამიანი გახარებულია იმ შემთხვევაში, თუ ღმერთთან აქვს კავშირი. თუ ღმერთია მისი მფარველი და წინამძღვარი. სულიწმინდა უნდა უძღოდეს ადამიანს ქვეყანასა წრფელსა, ანუ მომავალ ქვეყანაში. ღმერთმა ინებოს ყოველი ადამიანი და მთელი საქართველო  დადგეს იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს ქვეყანასა წრფელსა. ღმერთმა ინებოს, ყველა ჩვენგანმა დაინახოს სად თეთრია, სად შავი, სად კეთილი და სად ბოროტი. ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე და გული გონიერი, რათა კეთილად განვვლოთ ჩვენი გასავლელი გზა", - ბრძანა უწმინდესმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016