reportiori.ge - ჩინეთი საქართველოს გრანტის სახით 4.9 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:24
ეკონომიკა
ჩინეთი საქართველოს გრანტის სახით 4.9 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს
16 დეკემბერი, 2013. 18:45

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გრანტის სახით საქართველოსთვის დაახლოებით 4.9 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა -აღნიშნულ შეთანხმებას ფინანსთა სამინისტროში მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა საქართველოში იუე ბინმა მოაწერეს ხელი.


მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ისაუბრეს.


აღნიშნული გრანტით დაფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველომ ჩინეთის მთავრობისგან 220 მლნ იუანის ოდენობის დახმარება მიიღო, მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო მელიორაციისა და ირიგაციის სისტემებისთვის განკუთვნილი ტექნიკის გადმოცემა. დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 


ჩინეთის ელჩის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის დღევანდელ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

დიპლომატიური ურთიერთობების 21 წლის მანძილზე ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება. განსაკუთრებით დიდი წარმატებები გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის მხრივ. იმედი გვაქვს, ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუე ბინმა.


2005 წლიდან დღემდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გრანტების სახით უკვე გამოყოფილია 220 მლნ იუანი (დაახლოებით 36.2 მლნ აშშ დოლარი) და 30 მლნ იუანის (დაახლოებით 4.7 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის 20-წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი 10-წლიანი შეღავათიანი პერიოდით. 


აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგების აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და მოწყობილობებით. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016