reportiori.ge - მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:53
რელიგია
მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს
17 დეკემბერი, 2013. 11:07

მართლმადიდებლური ეკლესია, დღეს, წმინდა დიდმოწამე ქალწულ  ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.


წმიდა  დიდმოწამე  ბარბარე  III  საუკუნის  ბოლოსა  და  IV  საუკუნის  დასაწყისში ქალაქ  ილიოპოლში ცხოვრობდა. მამამისი  დიდგვაროვანი  წარმართი იყო, რომელსაც სახელად  დიოსკორე  ერქვა. იგი მალე დაქვრივდამამას ძალიან უყვარდა ქალიშვილი  და ერთ  ულამაზეს  ბაღში  შვილისათვის  საგანგებოდ  ააშენა  მაღალი კოშკისადაც  წმიდა  ბარბარე  უცხო  ხალხისაგან  მოშორებით  იზრდებოდა.


კოშკში გამოკეტილი ბარბარე გაურკვევლობაში იყო, მას  ჭეშმარიტების პოვნის  სურვილი გაუჩნდა.


ბარბარეს მშვენიერების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა და მისი ხელისა და გულის მაძიებელი  უამრავი ჭაბუკი გამოჩნდა სხვადასხვა ქვეყნიდან. დიოსკორემ ასულს შესთავაზა, მთხოვნელთა შორის თავად აერჩია გულისსწორი, რაზეც წმინდანმა მკაცრად მიუგო, რომ ის გათხოვებას არ აპირებდა.


მამამ იფიქრა, ბარბარეს ჩაკეტილმა ცხოვრებამ და მარტოობამ გადაუსხვაფერაო ხასიათი. მას კოშკიდან გამოსვლის ნება დართო და თავისუფლება მიანიჭა, რათა თავისით აერჩია მეგობრები და გაუცხოვება განექარვებინა.


ცოტა ხანში დიოსკორეს საქმეების გამო გამგზავრება მოუხდა. ამ დროს, წმინდა ბარბარემ, უფლის განგებით, ქრისტიანი ქალწულები გაიცნო, რომლებმაც ყოვლადწმინდა სამების შესახებ აუწყეს მას. ბარბარემ ეს ყველაფერი ყურადღებით მოისმინა, შეიმეცნა და ქრისტიანობა მიიღო. ამის შემდეგ,  წმინდანმა იწყო გულმოდგინედ ლოცვა და მარხვა, დადო ქალწულობის აღთქმა და გადაწყვიტა სიცოცხლე ღვთისათვის მიეძღვნა.


ერთხელ, როდესაც ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც დიოსკორეს ბრძანებით დიდ აბანოს აშენებდნენ, წმინდანმა აბანოს მარმარილოთი მოპირკეთებულ შესასვლელში თითით ჯვარი გამოსახა, ქვის საფეხურზე კი მისის ტერფის ანაბეჭდი ამოიკვეთა, საიდანაც წყარომ ამოხეთქა და შემდგომში უკვე მრავალი სასწაულებრივი კურნება აღასრულა.


დიოსკორეს ბრძანების მიხედვით, აბანოს ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა - მზისა და მთვარის ნიშნად, ბარბარემ კი მშენებლებს მესამე სარკმლის გამოჭრაც სთხოვა, ნიშნად წმინდა სამებისა.


 როდესაც  დიოსკორემ  შვილის  გაქრისტიანება  გაიგო, ისე  განრისხდა, რომ  მამობრივი  სიყვარული  სულ  გადაავიწყდა  და  შვილი  მოსაკლავად  გაიმეტა.  წმიდა  ქალწული  თავისი  ხელით  მიჰგვარა  ქალაქის  მმართველ მარტიანეს , ქალწულის სილამაზით მოხიბლულმა მარტიანემ ტკბილი სიტყვით სცადა მისი გადაბირება, თუმცა არაფერი გამოუვიდა, ბარბარე მტკიცედ იდგა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.


მმართველი არ  დასჯერდა  წმიდა  ბარბარეს  წამებას  და  ბრძანა,  ქალიშვილი შიშველი  გამოეყვანათ  ქალაქში,  მაგრამ  ამ  დროს  სასწაული  მოხდა - წმიდა ქალწულის  სხეული  ზეციურმა  ნათელმა  შემოსა.  ამის  დანახვაზე  გონებადაბნელებულმა  მამამ  საკუთარი ხელით  მოჰკვეთა  თავი ერთადერთ  შვილს. დიოსკორე  და  ქალაქის  მმართველი  იმავე  დღეს დაისაჯნენ  ამ  საშინელი  საქციელისათვის, - ისინი  მეხმა  ფერფლად  აქცია.  წმიდა  ბარბარე  განსაკუთრებით  ბავშვების  მფარველად ითვლება. დიდმოწამე  ბარბარეს  წმიდა  ნაწილები  შემდეგ  ილიოპოლიდან  კონსტანტინეპოლში  გადაასვენეს,  სადაც  საკმაოდ  დიდხანს იმყოფებოდა,  ხოლო  XI  საუკუნის  ბოლოს  ბიზანტიის  იმპერატორ  ალექსი  კომნენიოსის  ქალიშვილმა - ბარბარემ  კიეველ თავად  მიხეილ  სვიატოპოლკთან  ქორწინების  შემდეგ  ისინი კიევში  გადაასვენა.


ამჟამად, წმიდა  ნაწილები იმყოფება   კიევში,  წმიდა ვლადიმერის  სახელობის  საკათედრო  ტაძარში,  ეკვდერის  შუაში,  შემაღლებულ  ადგილას. მის წმიდა  ნაწილებთან  მრავალი  სასწაულია  დაკავშირებული. წმიდა  ბარბარეს  განსაკუთრებით ევედრებიან  ყრმათა  კურნებისათვის,  შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან  დაცვისათვის.

რამოდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოაბრძანეს  წმინდა ბარბარეს  ხატი, რომელშიც წმიდა ნაწილი იყო ჩაბრძანებული. ეს ხატი საპატრიარქოს შესწირეს და იქ არის დაცული.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016