reportiori.ge - კახა კალაძე : შაჰ-დენიზის მშენებლობის მე-2 ფაზის ყველაზე აქტიურ პერიოდში 2000 სამუშაო ადგილი გაჩნდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:26
ეკონომიკა
კახა კალაძე : შაჰ-დენიზის მშენებლობის მე-2 ფაზის ყველაზე აქტიურ პერიოდში 2000 სამუშაო ადგილი გაჩნდება
17 დეკემბერი, 2013. 11:25

ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, შაჰ-დენიზის"მშენებლობის მე-2 ფაზის ფარგლებში საქართველოში 400-700 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციები ჩაიდება. 

 

მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას და  მშენებლობის ყველაზე აქტიურ პერიოდში დაახლოებით 2000, ხოლო ექსპლუატაციის პერიოდში დაახლოებით 130 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 


"გარდა ამისა, მილსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ დამატებით ბუნებრივ აირს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - განაცხადა კახა კალაძემ.


არსებული შეთანხმება  საქართველოს მისცემს შესაძლებლობას  ტრანზიტით გატარებული გაზი 5% შეღავათიან ფასად შეისყიდოს, რაც გაზსადენის მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში წელიწადში დამატებით მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს შეადგენს.


საქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზით უკვე იმყოფება. დელეგაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ვიცე-პრემიერები კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი.


დღესვე დელეგაცია კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. იგეგმება შაჰ-დენიზის" პროექტის მე-2 ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ხელმოწერა. 


"შაჰ-დენიზის" ნავთობსადენის მე-2 ფაზის პროექტის განვითარების ფარგლებში, მიმდინარე წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები გაფორმდა. 


პროექტის ფარგლებში იგეგმება, ორი დამატებითი საკომპრესორო სადგურის,  წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგურის ინსტალაცია საქართველოში. ასევე, პარალელური მილსადენის მშენებლობა - 387 კმ აზერბაიჯანის, ხოლო 55 კმ საქართველოს ტერიტორიაზე.


პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება, რათა მოხდეს თურქეთის მიმართულებით წლიურად, დამატებით 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდება.



 პარალელური მილსადენების მშენებლობისათვის საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გამოყენებით დაახლოებით 350 000 ტონა სამშენებლო ტვირთისა და მასალების გადაზიდვა განხორციელდება.



„შაჰ დენიზის" საბადო - ყველაზე დიდი საბადოა აზერბაიჯანში, რომელიც კასპიის ზღვაში მდებარეობს, ბაქოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 70 კილომეტრში. საბადო 1999 წელს აღმოაჩინეს. საბადოზე გაზისა მოპოვება 2006 წელს დაიწყო. დღემდე საბადოდან 43 მლრდ კუბური მეტრი გაზია ამოღებული.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016