reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: მერაბიშვილის განცხადების ქვეტექსტი ასეთია: თუ ციხიდან არ გამომიყვანთ, ადეიშვილს კი არ მოვიჯენ გვერდით, ჩემი სამიზნე მიხეილ სააკაშვილი იქნებაო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:53
პრეს-დაიჯესტი
შალვა ხაჭაპურიძე: მერაბიშვილის განცხადების ქვეტექსტი ასეთია: თუ ციხიდან არ გამომიყვანთ, ადეიშვილს კი არ მოვიჯენ გვერდით, ჩემი სამიზნე მიხეილ სააკაშვილი იქნებაო
ავტორი:
18 დეკემბერი, 2013. 11:54

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით „ალიასთან" მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა. როგორც ხაჭაპურიძე აცხადებს, მერაბიშვილმა ამ განცხადებით სააკაშვილს გაუგზავნა მესიჯი, იცოდე, თუ მიმატოვებ და გამემიჯნები, პროკურატურასთან ვითანამშრომლებ და ჩაგიშვებო. მისი თქმით, ჟვანიას მკვლელობა და მიშას ანგარიშები საკმარისი იქნება მიშას ციხეში ჩასასმელად.

 

„ვანო მერაბიშვილი მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჩვეულია სპექტაკლების დადგმას და ავანტიურებს. ახლა, ეტყობა, ხედავს, მთლად კარგი სიტუაცია არა აქვს, მის წინააღმდეგ ჩვენებები იქნა მიცემული, რასაც მისი ადვოკატები ამ დროისთვის ვითომდა არ ადასტურებენ. ვანო მერაბიშილის განცხადება, რომ ფარცხალაძე  მას შეხვდა,  არის წარმოუდგენელი სიგიჟე. თეორიაში, დავუშვათ და მოხდა ასეთი ფაქტი, და რით დაემუქრა ვანო მერაბიშვილს, რომ გაგიუარესდება პირობები და შენს ნათესავებს დავიჭერთო?... რატომ არ დაამთავრა, რომელ ნათესავებზე იყო ლაპარაკი, მისი სიმამრი, მისი მეუღლე... მის სიმამრზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით, მისმა სიმამრმა, ერთ-ერთი პოლიტპატიმრის ოჯახს გამოსძალა 60 ათასი დოლარი.  საქმე აღძრულია და ფაქტობრივად,


 მიყვანილია საბრალდებო დასკვნამდე. მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, წარმართოს ეს საქმე სასამართლოში. აქეთ მოდიან კიდევ ავანტიურაზე და პროკურატურას აყენებს მერაბიშვილი თავის მართლების პოზიციაში. როცა ამბობს, რომ მემუქრებოდნენ საპყრობილეში პირობების გაუარესებითო, როგორ გაუარესდებოდა მისი პირობები საპყრობილეში? მასთან 24 საათის მანძილზე შედიან ადვოკატები, სახალხო დამცველი ფაქტობრივად იქ ათენებს და აღამებს, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი იქ უზის. ევროპარლამენტარები მონახულებას არ აკლებენ და სხვანაირად როგორ უნდა გაუარესდეს მისი მდგომარეობა?... ანუ ეს არის წმინდა წყლის დემაგოგიური მიზანმიმართული ტყული,  და ემსახურება აი რას: „მერაბიშვილმა თავის დროზე „ნაციონალებს" შემოუთვალა, მე თავი დამანებეთ, ჩემგან ფულს ვეღარ მიიღებთ პარტიული დაფინანსებითო. მერე კეზერაშვილმა შემოუთვალა „ნაციონალებს", საფრანგეთის ციხეში ვარ და თქვენთვის აღარ მცხელა, თავი დამანებეთო. „ნაციონალებმა" ამ განცხადების შემდეგ ინტერესი დაკარგეს მერაბიშვილის მიმართ, სააკაშვილმა თავი დაადო და ამერიკაში წავიდა, - სულ კარგად ბრძანდებოდეთო, და ნიუ-იორკში კითხულობს ლექციებს... ვანო მერაბიშვილმაც შეუთვალა, - გახსოვდეს, შენი ანგარიშები ვიცი და მოვაღებ პირს, ახლა ადექი, მაგ ამერიკაში იყვირე და იწივლე, პოლიტპატიმარი ვარ და ყველაფერი გააკეთე, რომ მიხსნაო.


მერაბიშვილმა ამ განცხადებით სააკაშვილს გაუგზავნა მესიჯი, იცოდე, თუ მიმატოვებ და გამემიჯნები, პროკურატურასთან ვითანამშრომლებ და ჩაგიშვებო. ძირითადად სამი თემაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან მესიჯის სახით მერაბიშვილმა ორი გზავნილი გაუკეთა სააკაშვილს: ჟვანიას თემა და ანგარიშები. მესამე თემა, რომელიც სკანდალურია, ეს გახლავთ იარაღით უკანონო ვაჭრობა და კეზერაშვილი. თქვენ ხედავთ, ამ საქმეზე რაც ხდება, ხალხი თავის ფეხით მიდის და ბარდება პოლიციას, მათ აქვთ შიში, რომ გააქრობენ. ნინუა, რომელიც კეზერაშვილის მინისტრობისას მუშაობდა და კურირებდა იარაღის შესყიდვებს, თავისი ფეხით ჩაბარდა პოლიციას. მას აქვს შიში, რომ გააქრობენ.ისეთი დონის დანაშაულზე მიდის  საუბარი,  მათ ურჩევნიათ, აქ იჯდნენ, რადგან შესაძლოა, ამერიკის ციხეში ამოყონ თავი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ანგარიშებს, ის გაიძახის, ვერავინ დამიდასტურა, ეს ბრალდებაო. პროკურატურაში გამოძიებული საქმეები უდევთ, რა წილები მისდიოდა საწვავიდან სააკაშვილს, მაგრამ კბილაშვილის დროს ეს საქმეები ბოლომდე არ მისულა. საფინანსო პოლიციის გამომძიებელს უდევს პროკურატურაში ელიტარული კორუფციის ფაქტები. კბილაშვილის დროს საბრალდებო დასკვნები ამ საკითხზე არ შედგა, ვანო მერაბიშვილი გიჟი არ არის, მიხვდა, რომ ის „ნაციონალებმა" მიატოვეს. ამიტომაც, ყველას გასაგონად განაცხადა, - ეგრე არ არის, თქვენ რომ გგონიათ, მე შემიძლია ვილაპარაკო ჟვანიას მკვლელობაზეც, ანგარიშებზეცო. რა თქმა უნდა, მას შეუძლია, იარაღის უკანონო ვაჭრობაზეც ისაუბროს. ვანოს ძალიან ნაკლებად აინტერესებს, ჩატარდება თუ არა ახლა მის განცხადებებზე გამოძიება. როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი მესიჯებს ადვოკატების მეშვეობით აგზავნიდა, მაგრამ ადრესატამდე არ მიდიოდა, ამიტომაც ვანომ ტრიბუნა გამოიყენა და ტელევიზიების საშუალებით სკანდალური განცხადება გააკეთა. ვითომდა, ფარცხალაძემ მას მიაკითხა. როდის იყო, გენერალური პროკურორი პატიმარს იქით აკითხავდა, ეგეთი რამ, დედამიწის ზურგზე ისტორიას არ ახსოვს.


ვანო მერაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ ვიდეოკადრების ამოღება და საგამოძიებო პროცედურა დროში გაიწელება, ეს არ მოხდება ისე, როგორც „ნაცების" დროს, დილით რომ საქმე აღიძვრებოდა და საღამოს დასკვნას დებდნენ. საგამოძიებო პროცედურებს თავისი დრო აქვს, ასე რომ, მერაბიშვილმა დრო მოიგო. ორი კურდღელი დაიჭირა, - სააკაშვილს თავი შეახსენა, დააშანტაჟა და ახალ პროკურორს ტალახი ესროლა. მსოფლიოს გააგებინა, პოლიტპატიმარი ვარ, ნახეთ, ჩემზე ზეწოლა მიმდინარეობსო. თუ ვიდეოჩანაწერებში არ აღმოჩნდება ის, რასაც მერაბიშვილი ამბობს, მერე იტყვის ვანო, - ნახეთ, მოსპეს, გაანადგურეს, მონტაჟიაო. რაც შეეხება ადვოკატებს, რომლებზეც ვანომ უარი თქვა, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ყველა გიგა ბოკერიას გაზრდილი გეგონება. მათ ნაკლებად აინტერესებთ ვანო მერაბიშვილი, ისინი ასრულებენ სააკაშვილის დავალებას. როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი ადვოკატებს ეუბნებოდა, - ატეხეთ ყვირილი, აქციები ჩაატარეთ, რას შვებით, ჩამტოვეთ ციხეშიო? მისი ეს დავალება რომ ვერ შეასრულეს, ადგა და თვითონ ატეხა ყვირილი. ვანოს საერთოდ არ უნდა ციხეში ჯდომა, მას უნდა ციხიდან გასვლა და თავისი ბიზნესის ხელშეუხებლობა. ამას ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზით ვერ ახერხებს. ამიტომ, სააკაშვილს უთვლის, რომ მასზე იზრუნოს.


ვანო მერაბიშვილის ქვეტექსტი ასეთია: თუ ხმაურს არ ატეხთ და ციხიდან არ გამომიყვანთ, ადეიშვილს კი არ მოვიჯენ გვედით, ჩემი სამიზნე იქნება მიხეილ სააკაშვილი. ჟვანიას მკვლელობა და მიშას ანგარიშები საკმარისი იქნება მიშას ციხეში ჩასასმელად. მერაბიშვილმა სააკაშვილის ოფშორების ანგარიშები რომ თქვას, კითხვა არ გაგიჩნდება? ხელფასი 4500 ლარი ჰქონდა და ოფშორზე მილიონები საიდან გაგიჩნდაო და ეს გამოიწვევს „ნაციონალების" სრულ ნგრევას, რაც კბილაშვილმა ვერ გააკეთა, იმას გააკეთებს მერაბიშვილი. მთელი ამ განცხადების სქემა არის ეს. სხვათა შორის, აქვე ერთ მნიშვნელოვან დეტალს გეტყვით, მერაბიშვილი განცხადებამდე აკვირდებოდა დარბაზში მყოფებს და იქვე აღმოჩნდა გიგა ბოკერია, ქუთაისის სასამართლოში გადავრეკე და ვიკითხე, დადიოდა თუ არა მანამდე ვანო მერაბიშვილის პროცესებზე ბოკერია. მიპასუხეს, რომ არა, ეს არის პირველი შემთხვევა. როგორც ჩანს, მერაბიშვილმა გააფრთხილა ვიღაცები, ძალიან სერიოზული განცხადებების გაკეთებას ვაპირებო და ბოკერიაც მივიდა. ბოკერიას მიყვანა იმისთვის დასჭირდა, რომ დაერწმუნებინა, ვარ გამკეთებელი, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ვიტყვი ყველაფერს, თუ არ მიშველითო",-აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.


ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016