reportiori.ge - თბილისში „ლეიდენი, ისტორიის ფურცლები“- გამოფენა გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:12
კულტურა
თბილისში „ლეიდენი, ისტორიის ფურცლები“- გამოფენა გაიმართება
18 დეკემბერი, 2013. 12:56

2013 წლის 19 დეკემბრიდან 2014 წლის 19 იანვრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს ჰოლანდიურ ფონდ არტექოს" მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენას  "ერვინ ოლაფი: ლეიდენი, ისტორიის ფურცლები".

ოლაფის ეს ნამუშევრები შთაგონებულია შუა საუკუნეების ჰოლანდიელი მხატვრების ფერწერით. ამასთანავე, ის უკავშირდება ჰოლანდიის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს - 1574 წლის 3 ოქტომბერს ალყაში მოქცეული ლეიდენის ესპანელი დამპყრობელისგან გათავისუფლებას.

ერვინ ოლაფმა სახელი გაითქვა თავისი დახვეწილი, გონებამახვილური სტილით, რომლითაც შესრულებულია მისი თანამედროვე ფოტოსერიები და ასევე კომერციული ფოტოები. მას სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებზე მოპოვებული აქვს ათეულობით მთავარი პრიზი. მისი ფოტონამუშევრები ცნობილი ბრენდების - Heineken, BMW, Microsoft, Hennessey, Nokia, Levi's, Diesel და .. სარეკლამო კამპანიებს ამშვენებს. ერვინ ოლაფის ნამუშევრებში იგრძნობა კლასიკური ხელოვნებისადმი არამარტო პატივისცემა და სიყვარული, არამედ - ღრმა ცოდნაც. ერვინ ოლაფის ნამუშევრები მსოფლიოს უდიდეს და ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებშია წარმოდგენილი.

გამოფენა გაიხსნება 19 დეკემბერს 19:00 საათზე.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016