reportiori.ge - ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა გაიხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:20
კულტურა
ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა გაიხსნება
18 დეკემბერი, 2013. 13:59

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, დოქტორანტის ლევან ტიელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა საქართველოს მყინვარები" გაიხსნება.


იგი უნივერსიტეტის დაარსებიდან 95 და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს მყინვარების პეიზაჟები, რომელიც გადაღებულია ლევან ტიელიძის მიერ, გეოგრაფიის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებული ექსპედიციების განმავლობაში.


აგრეთვე, გამოფენილი იქნება საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი XIX საუკუნის საქართველოს მყინვარების ფოტოები, რომელიც ცნობილი იტალიელი მოგზაურის - ვიტორიო სელას მიერაა გადაღებული; აგრეთვე, XX საუკუნის ოცდაათიან წლებში გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერების მიერ გადაღებული მყინვარების ფოტოები.


გამოფენაზე დამთვალიერებელს გლობალური დათბობის შედეგად, მყინვარზე წარმოქმნილი ცვლილებების დაფიქსირების საშუალება ექნება. ღონისძიებაზე აგრეთვე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი ექსპედიციები კავკასიონის მყინვარებზე",  რომელშიც ასახული იქნება სხვადასხვა წლების საველე სამუშაოები კავკასიონის ზოგიერთ მყინვარზე.


გამოფენა 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016