reportiori.ge - „თურქმოლმა“ საქართველოში საინვესტიციო პროექტები შეაჩერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:21
ეკონომიკა
„თურქმოლმა“ საქართველოში საინვესტიციო პროექტები შეაჩერა
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 10:42

არაბული კომპანია „რაკინის" შემდეგ საინვესტიციო პროექტებს საქართველოში „თურქმოლიც" აჩერებს. თურქული ჯგუფი საქართველოში 3 პროექტის განხორციელებას გეგმავდა. თუმცა, სავაჭრო ცენტრ „ნიბა დელისის" პროექტში კომპანია ჩართული აღარ არის, ასევე გაურკვეველია რუსთავისა და ბათუმის სავაჭრო ცენტრების ბედი. ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის თქმით, კომპანიამ „საქართველოს ბანკთან" შეთანხმებას ვერ მიაღწია და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა გაჩერებულია. თავად „თურქმოლში" საქართველოში პროექტებთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ. შეგახსენებთ,  „თურქმოლი" თბილისის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის „თბილისი მოლის" პროექტში „რაკინის" პარტნიორი იყო. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა რომ „რაკინმა" ასევე შეაჩერა „შერატონის" რეაბილიტაციაც. გაურკვეველია ფოთის აეროპორტის და ვარძიის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ბედიც.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016