reportiori.ge - ნოდარ ხადური : 2014 წელი ყველა გათვლით 2013 წელზე უკეთესი იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:51
ეკონომიკა
ნოდარ ხადური : 2014 წელი ყველა გათვლით 2013 წელზე უკეთესი იქნება
21 დეკემბერი, 2013. 13:04

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განმარტებით, „2014 წელი ყველა გათვლით 2013 წელზე  უკეთესი იქნება." როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, უნდა გაიზარდოს ინვესტიციების მოცულობა და დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა. 


"ვფიქრობ, სახელმწიფო ბიუჯეტი, ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურები, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამ გამოწვევებს რეალური ქმედებებით უპასუხონ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 
მინისტრის თქმით, 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტად რჩება სოციალური ფონის გაუმჯობესება. როგორც ხადურმა აღნიშნა, წელს აპრილსა და სექტემბერში გაიზარდა პენსიები, ასევე - შემწეობები. მისივე ინფორმაციით, 2014 წელს გაიზრდება ლტოლვილთა შემწეობა და პირველი იანვრიდან დაიწყება ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის 500 ლარიანი დახმარების გაცემა. 
გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის პრიორიტეტია ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და განათლება. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ბიუჯეტი მომავალი წლიდან ითვალისწინებს მოსამართლეთა ხელფასების ზრდასაც.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგება ერთი სერიოზული ფაქტორია".

ნოდარ ხადურმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ფინანსთა სამინისტროს ერთი წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გამართა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ეკონომიკური სფეროს ექსპერტები და საერთაშორისო დონორი და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016