reportiori.ge - ნინო ბურჯანაძე: თუ აუცილებელი იქნება, ხალხთან ერთად ქუჩაში გამოვალ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:54
მედია
ნინო ბურჯანაძე: თუ აუცილებელი იქნება, ხალხთან ერთად ქუჩაში გამოვალ!
ავტორი:
23 დეკემბერი, 2013. 17:55

გაზეთ „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ისეთივე კატეგორიული იქნება, როგორც არჩევნების წინ, როდესაც დარწმუნებული იყო, რომ მინიმუმ მეორე ადგილზე გავიდოდა და არ დაუშვებდა „ნაცმოძრაობის" მეორე ადგილზე გასვლას.

 

საქმე ისაა, რომ მე არც ვიხილავდი ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლას, გარკვეული ეჭვი კი მქონდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი უსინდისო და ცინიკური გარიგება მოხდებოდა ქართულ ოცნებასა" და ნაციონალურ მოძრაობას" შორის. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის კატეგორიულმა ტონმა, თუ მარგველაშვილი 62%-ზე ნაკლებს მიიღებს, საქართველოს არ დავეხმარებიო, ამან, რა თქმა უნდა, მოსახლეობაში სერიოზული ბზარი შეიტანა და ხელი გაუხსნა იმ ადამიანებს, ვინც ერთმანეთთან გარიგებაში შედიოდნენ. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, თუ დადგება იმის აუცილებლობა, რომ გამოვიდე ქუჩაში, ხალხთან ერთად დავდგე იმისთვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, ნამდვილად არ გავჩერდები", - აცხადებს ბურჯანაძე.

 

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, დღეს ქვეყანას არ ეტყობა, რომ პრეზიდენტი ჰყავს.

 

„მ ნამდვილად არ გავაკეთებდი იმას, რომ ჩემი პრეზიდენტობისთვის ხალხი და თანამებრძოლები ქუჩაში გამომეყვანა და ხალხი საფრთხის ქვეშ დამეყენებინა. ამას ამ ეტაპზე არავითარი აზრი არ ჰქონდა. ის რაც მოხდა, პრაქტიკულად, ყველას აწყობდა... საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ყველას ძალიან კარგად დაანახა, რომ დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ პრეზიდენტი არ გვყავს.

 

მიუხედავად ჩემი პიროვნული კეთილგანწყობისა მარგველაშვილის მიმართ, ჯერჯერობით არ ეტყობა ქვეყანას, რომ პრეზიდენტი ჰყავს. მეტიც, მან ისეთი განცხადება გააკეთა, ამას სჯობდა, საერთოდ გაჩუმებულიყო. როცა ქვეყანაში მავთულხლართებით ავლებენ საზღვარს რუსები და ეს ქვეყანა შაგრენის ტყავივით პატარავდება, ამ დროს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის და აცხადებს, 21- საუკუნეში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მავთულხლართები სად გადისო, ეს არის სამარცხვინო. თუ გნებავთ ერთად წავიდეთ, ჩავიდეთ დიცში, დვანში, სადაც ახლა მავთულხლართები გადის და ვკითხოთ იმ ადამიანებს, ვის ეზოზეც გაიარა მავთულხლართმა, ვინც სიმწრით აშენებული სახლი აგურ-აგურ დაშალა, მასალა მაინც გადმოეტანა და სახლი ხელახლა აეშენებინა, აი, იმ ადამიანებს ვკითხოთ, აქვს თუ არა მნიშვნელობა, სად გაივლის მავთულხლართი. მარგველაშვილის ამ ტიპის განცხადება მაგონებს სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა: რა წაიღეს რუსებმა ერთი-ორი სოფლისა და ქვების გროვის გარდაო?.. ასეთი განცხადებები ნამდვილად არ არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და რასაც საქართველოს პრეზიდენტი უნდა ამბობდეს",-აცხადებს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი.


გაზეთი „კვირის ქრონიკა" N51 (23-29 დეკემბერი)

მოამზადა ლილუ მიროტაძემ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016