reportiori.ge - გელა ნიკოლაიშვილი: მოსამართლემ ევროპული სტანდარტებით იხელმძღვანელა, თორემ „ნაციონალების“ სტანდარტებით უგულავა უკვე პატიმრობაში იქნებოდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:54
მედია
გელა ნიკოლაიშვილი: მოსამართლემ ევროპული სტანდარტებით იხელმძღვანელა, თორემ „ნაციონალების“ სტანდარტებით უგულავა უკვე პატიმრობაში იქნებოდა!
ავტორი:
23 დეკემბერი, 2013. 17:11

გაზეთ „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში იურისტი და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ თბილისის ყოფილი მერისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდება იმ ფონზე, როდესაც მას პროკურატურა 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავება, სასაცილოა.

 

„გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერება ყველანაირად ჯდება იმ კანონში, რომელიც თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიმუშავა და რომლითაც ათი წლის განმავლობაში თვითონვე ხელმძღვანელობდნენ. ახლა რატომ უკვირთ გიგი უგულავასთვის გინდა უფლებამოსილების შეჩერება, გინდაც 50 000-იანი გირაოს შეფარდება? გასაკვირი ის არის, რომ კაცს 48 მილიონის გაფლანგვას ედავებიან და ამ დროს 50-ათასლარიან გირაოს უფარდებენ. ეს არ არის გასაკვირი? ამ დროს დედაქალაქის ერთ-ერთი რაიონის გამგებელსა და მის მოადგილეს 400 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გიგი უგულავას რაში ედება ბრალი და თან პროკურატურა ამბობს, რომ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე აქვს ბრალი წაყენებული, მინიმუმ 500 000-ლარიანი გირაო მაინც უნდა შეეფარდებინათ. „ნაციონალური მოძრაობის" დროს ხალხს 200 და 300-ლარიან გადაცდომაზე სამსახურიდან ათავისფულებდნენ და პატიმრობას უფარდებდნენ და ახლა გიგი უგულავასთვის უნდა იქნას გამონაკლისი დაშვებული და შეცვლილი კანონი? გიგი უგულავასთან მიმართებაში ევროპული სტანდარტებით იხელმძღვანელა მოსამართლემ, თორემ „ნაციონალური მოძრაობის" სტანდარტებით, უგულავა ბრალის წაყენების მომენტიდან პატიმრობაში იქნებოდა მიცემული", - აცხადებს ადვოკატი.


გაზეთი „კვირის ქრონიკა" N51 (23-29 დეკემბერი)

მოამზადა ლილუ მიროტაძემ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016