reportiori.ge - „მოდელირებული ქრონიკის“ იდეის ავტორს სააკაშვილმა დაბადების დღე საკუთარ იახტაზე გადაუხადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:57
მედია
„მოდელირებული ქრონიკის“ იდეის ავტორს სააკაშვილმა დაბადების დღე საკუთარ იახტაზე გადაუხადა
ავტორი:
23 დეკემბერი, 2013. 19:05

გაზეთში „კვირის ქრონიკა" გამოქვეყნებულია ხათუნა ელბაქიძის მასალა სათაურით - „ვის უხდიდა სააკაშვილი დაბადების დღეებს 200-მილიონიან იახტაზე და რა სკანდალები შეიტყო „ქრონიკამ?" გამოცემის წყაროს ინფორმაციით, პირველი, ვისაც „სწრაფზე" დაბადების დღე გადაუხადა, მიშა სააკაშვილის მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი იყო.


„შეგახსენებთ, გლუქსმანი საააკაშვილის კარზე 2008 წელს გამოჩნდა, ის საფრანგეთის ექსპრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეგობრის, ცნობილი ფილოსოფოსის. ანდრე გლუქსმანის შვილია და სააკაშვილს სწორედ სარკოზის წყალობით დაუახლოვდა. რაფაელ გლუქსმანი პარალელურად უშიშროების საბჭოს კონსულტანტად მუშაობდა. საქართველოს ხელისუფლებაში მისი დასაქმების იდეა გიგა ბოკერიას ეკუთვნის. რაფაელ გლუქსმანი ბოლოს ჩვენი სიძეც გახდა, ცოლად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკა ზღულაძე შეირთო. სააკაშვილის, გლუქსმანისა და ზღულაძის გარდა, „სწრაფზე" იყვენენ გიგა ბოეკრია, ბათუ ქუთელია, სოფო ნიჟარაძე, ალანა გაგლოევა, ვანო მერაბიშვილი და მისი მეუღლე თაკო სალაყაია, ამირან მესხელი, დავით კეზერაშვილი, თემურ ჯანაშია, ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები... ეს ის დათა ახალაიაა, საქართველოს უსაფრთხოების მთავარ სამსახურს -კუდ-ს რომ თავკაცობდა 7 წლის განმავლობაში და სააკაშვილმა ამას წინათ რომ განაცხადა, სულ სამჯერ მყავს ნანახიო. ერთ-ერთი მათი შეხვედრა, ეტყობა, „სწრაფზე" შედგა და ისიც შემთხვევით - ბაჩო ახალაიამ ძმა, ალბათ, „ჩანგალზე" წაიყვანა.

 

რაფაელ გლუქსმანის დაბადების დღეზე სულ 30 კაცი იყო მიწვეული. ვინც ჩამოგითვალეთ, წყარომ მათ გარდა, სხვების დადგენა ვერ მოახერხა. ეს დაბადების დღე ორ დღეს გაგრძელდა. ერთ დღეს ხომ იახტაზე მოულხინეს, შემდეგ, სააკაშვილის ბრძანებით, იახტა საბერძნეთს ეახლა თავისი კომპანიით და ერთი დღეც კუნძლ როდოსზე გაატარეს. ამის შემდეგ ნაგრიალები კომპანია საქართველოში დაბრუნდა და საქვეყნო და სახალხო საქმეების „კეთება" განაგრძო. სხვათაშორის, ეს ის რაფაელ გლუქსმანია, რომელმაც ტელეკომპანია „იმედის" დირექტორს, გიორგი არველაძეს „მოდელირებული ქრონიკის" გაკეთება შესთავაზა. არველაძემაც დაუჯერა გლუქსმანს, გააკეთა ეგ „მოდელირებული ქრონიკა" და კი გეხსომებათ, ახალგორში, ცხინვალსა და გალში მდგარი რუსეთის ჯარები კინაღამ რომ დაიძრნენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ - მზადყოფნა N1 ჰქონდათ გამოცხადებული და ბოლო მომენტში მიაწოდეს რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია, რომ რუსეთის კარის ნაწილები, ბრძანების გარეშე, თბილისისკენ არ მოიწევდნენ. აბა, ამისთანა კაცს იახტაზე უნდა გადაუხადო დაბადების დღე, სხვაგან როგორ ეკადრება?", - წერს გამოცემა.


გაზეთი „კვირის ქრონიკა", N51 (23-29 დეკემბერი)

მოამზადა ლილუ მიროტაძემ 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016