reportiori.ge - სინტ-მარტენის საიუველირო ბუტიკში უყიდა სააკაშვილმა უგულავას ძვირადღირებული საჩუქარი, რომელსაც ხელიდან დღესაც არ იხსნის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:20
მედია
სინტ-მარტენის საიუველირო ბუტიკში უყიდა სააკაშვილმა უგულავას ძვირადღირებული საჩუქარი, რომელსაც ხელიდან დღესაც არ იხსნის!
ავტორი:
23 დეკემბერი, 2013. 19:47

გაზეთ „კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებულ ხათუნა ელბაქიძის მასალაში სათაურით „ვის უხდიდა სააკაშვილი დაბადების დღეებს 200-მილიონიან იახტაზე და რა სკანდალები შეიტყო „ქრონიკამ", გამოცემის წყარო ყვება, თუ როგორ  გადაუხადა სააკაშვილმა საკუთარ იახტა „სწრაფზე" დაბადების დღე თბილისის უკვე ყოფილ მერს გიგი უგულავას.

 

„2011 წლის 15 აგვისტოს თბილისის მერის, გიგი უგულავას დაბადების დღე გახლდათ, მასაც პატივი ჰქონდა „სწრაფზე" მოლხენის. გიგი უგულავას მეუღლე, ლელა კილაძე ახლდა. 15 აგვისტოს დაწყებული მოლხენა 18 აგვისტოს დაასრულეს. იახტაზე 2 დღე-ღამე გაატარეს, მერე მიშას კარიბის კუნძულებზე მოუნდა და წინ რა დაუდგებოდა? გაცურა და კარიბის ზღვის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტზე, სინტ-მარტენზე იგრიალეს ჩვენი დაქცეული ქვეყნის პატრონებმა.

 

ვაი, ჩვენს პატრონს! სწორედ სინტ-მარტენის ერთ-ერთ საიუველირო ბუტიკში უყიდა მიშამ იუბილარს ოქროს პერსტენი და პატრონის უკვდავსაყოფად, გიგი უგულავა დღემდე ხელიდან არ იხსნის. ისე, იუბილარი იქით იყოს და მიშას სჩვევია, თავისი ახლობლებისთვის უცხოეთში საჩუქრების ყიდვა და ჩუქება. არა, ბიუჯეტის ფულით ნუ იყიდდა, თორემ მთელი ბუტიკები აეკიდა და თან წამოეღო, უშლიდა ვინმე?



ვიდრე სინტ-მარტენზე გაინავარდებდნენ ჩვენი გმირები, ერთი საინტერესო რამ მოხდა იახტაზე. მიშამ თან თავისი კარის მომღერლები, რამდენიმე მოცეკვავე, მოდელი და იუმორის გრძნობის ნატამალიც რომ არ აქვთ და მარტო „ნაციონალებს" ეცინებათ იმათ ხუმრობებზე, ორი ეგეთი სკეტჩისტიც წაიყვანა. პირველ დღეს, გიგი უგულავას დაბადების დღე რომ დამთავრდა, უგულავა, მისი მეუღლე, დაახლოებით ათიოდე კაცი აიშალა 30-კაციანი რესტორნიდან და დასაძინებლად კაიუტებს მიაშურა. დანარჩენებმა კი ბარში გადაინაცვლეს და იქ განაგრძეს სმა და ცეკვა. ერთი ჩვენი „ფეისი", რომელსაც შანსი მიეცა, რომ მიშას ერთხელ მაინც ჩაჰგორებოდა ლოგინში, მთელი 2 საათის განმავლობაში არ გაჩერებულა, ცეკვისგან თურმე ღვართქაფი გადასდიოდა, ბევრს ეცადა, მაგრამ მიშას ყურადღება ვერ მიიპყრო. მიშა თბილისიდან წაყვანილ ერთ-ერთ მოდელთან ერთად იჯდა და ვისკის წრუპავდა. მიშამ მოდელთან ერთად დატოვა ბარი და წასვლის წინ უთქვამს, - ძალიან კარგი გოგო ხარ, მაგრამ რა ქვნა, ქერათმიანი ქალები დიდად არ მიყვარს და შენნაირი გოგონები, მითუმეტესო", - წერს გამოცემა.


გაზეთი „კვირის ქრონიკა", N51 (23-29 დეკემბერი)

მოამზადა ლილუ მიროტაძემ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016