reportiori.ge - სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადება ადვოკატის დაკავებასთან დაკავშირებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:42
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადება ადვოკატის დაკავებასთან დაკავშირებით
ავტორი:
29 ივლისი, 2013. 15:00

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ადვოკატის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„2013 წლის 24 ივლისს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ე.მ დააკავეს. ე.მ. რომელიც სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესებს იცავდა, აღნიშნულ დაწესებულებაში შევიდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულისთვის, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის" შემცველი მცირე რაოდენობით ნივთიერების გადაცემა სცადა, რა დროსაც, ის ზემოთხსენებული დეპარტამენტების თანამშრომლებმა დააკავეს. აღნიშნული ფაქტის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-378 პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის, აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობას, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უკვე შეუფარდა გირაო"- აღნიშნულია  განცხადებაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016