reportiori.ge - ფილიპ დიმიტროვი: თითქოს ევროპა თავს მოახვევს საქართველოს გეი-ქორწინებებს - არ არის მართალი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:43
მედია
ფილიპ დიმიტროვი: თითქოს ევროპა თავს მოახვევს საქართველოს გეი-ქორწინებებს - არ არის მართალი!
ავტორი:
24 დეკემბერი, 2013. 15:24

გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი აცხადებს, რომ ევროკავშირში შესვლით საქართველოს არავინ აიძულებს, ასევე ღირებულებების უარყოფას, დავიწყებასა და გეი-ქორწინებების ლეგალიზებას.


უკანასკნელ ათწლეულებში ევროპა, ისევე როგორც საქართველო, ვითარდებოდა. წარსულის გაკვეთილებმა ჩვენ გარკვეული საკითხების მიმართ უფრო ტოლერანტული გაგვხადა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ტრადიციებს ფანჯარაში გადავუძახეთ. ისევე, როგორც თქვენ არავინ გაიძულებთ, დაივიწყოთ და უარყოთ თქვენი ღირებულებები. ტოლერანტობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველას ტრადიციებს ვცეთ პატივი და შევეცადოთ, დაჩაგრულად არავინ იგრძნოს თავი. მე უკვე რამდენჯერმე მოვისმინე, თითქოსდა ევროპა თავს მოახვევს საქართველოს გეი-ქორწინებებს. ეს არ არის მართალი!

 

არავინ გაიძულებთ გეი-ქორწინებების ლეგალიზებას ევროკავშირში მოსახვედრად, მითუმეტეს, რომ ასეთი ქორწინებები თვით ევროკავშირის მხოლოდ ზოგ ქვეყანაშია დაშვებული. მაგრამ, ამავე დროს, საქართველომ უნდა გააცნობიეროს, რომ ჰომოსექსუალიზმი დანაშაული არ არის და ამ საკითხს გაგებით მოეკიდოს.


თქვენ შეიძლება გქონდეთ თქვენი ინტელექტუალური და რელიგიური არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს ცუდი, მაგრამ უნდა შეეგუოთ იმას, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. ევროკავშირში შესასვლელად საკმარისია, იყო ტოლერანტული და არ ქადაგებდე სიძულვილს სქესობრივი, ეროვნული, რელიგიური ნიშნით და ასე შემდეგ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენც იმათნაირი გახდე, ვინც არ მოგწონს. არავინ გაძალებთ არც ეროვნების, არც სარწმუნოებისა და ღმერთმა დაგიფაროთ, არც სექსუალური ორიენტაციის შეცვლას იმისთვის, რომ ევროკავშირში შეხვიდეთ. მაგრამ, როდესაც ხედავ სიძულვილისგან მოქცეულ სახეებს მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც გეია, და მათკენ მოღერებულ მუშტებს, აი, აქ უკვე მთლად კარგად ვერ არის საქმე",- განაცხადა დიმიტროვმა.


მოამზადა ლილუ მიროტაძემ



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016