reportiori.ge - მარილი, რომელსაც საკვებად ვიყენებთ, „პადვლებში“ დაფასოებული ირანული ტექნიკური მარილია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:34
მედია
მარილი, რომელსაც საკვებად ვიყენებთ, „პადვლებში“ დაფასოებული ირანული ტექნიკური მარილია
ავტორი:
24 დეკემბერი, 2013. 17:43

„საქართველოში ავადმყოფთა რიცხვი გაათმაგდება? საკვებად ტექნიკურ მარილს „გვტენიან?" გაზეთი ალია" ამ სათაურით მასალას აქვეყნებს. როგორც ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი წერს, მალე „იმ პროდუქტით, რომელსაც ყოველდღიურად საკვებად ვიყენებთ, მალე მთელი ქვეყნის მოსახლეობა მარილზე გავალთ, გაღმა".

 

„მთელ საქართველოში დაახლოებით 200 000-მდე ინვალიდია აღრიცხული, ვინც პენსიას იღებს, თუმცა, ჩემი გაანგარიშებით, 350 000 რეალური ინვალიდია. იმ ინფორმაციის შემდეგ კი, რასაც გეტყვით, ინვალიდთა და ავადმყოფთა რიცხვი უნდა გაათმაგდეს, რადგანაც სკანდალურ თემაზე მოგიყვებით. ესაა მარილი, რაც დღეს იყიდება თბილისში. ამ საქმეში თუ ძალიან ჩახედული არ ხარ, შეიძლება გაგიჭირდეს იმ მარილის გარჩევა, რაც დღეს ბაზარზეა. ჩვენთან წლებია, რაც „არტემსოლის" უკრაინის პროდუქტი შემოდიოდა. ესაა ხარისხიანი მარილი და ეს მარილი შემოდიოდა სულ, რაც თავი მახსოვს. ახლა რომ გახვიდეთ და მაღაზიებში ნახოთ, მარილს აწერია ზოგს „სოლ", ზოგს „სილ", ზოგს, უბრალოდ, ქართულად აწერია „მარილი". „პაჩკებიც" მიმსგავსებულია და უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ეს არის ტექნიკური მარილი. ეს ის მარილია, რომელიც ჩვენთან „პადვლებშია" დაფასოებული.


ჩემი თვალით რაც ვნახე, იმას გეუბნებით. ეს ინფორმაცია რომ მითხრეს, იქვე მიმანიშნეს, თუ არ გჯერათ, ნავთლუღში წადითო. წავედი, სახლისთვის მინდოდა რაღაცეების ყიდვა და თან ვნახავ-მეთქი. იქ ჩასასვლელია ბაზრის წინა ქუჩაზე, ჩავედი, ჩავედი და იქ სუპერმარკეტი „ჯიბეა" დიდი ღია კარი იყო და შევედი და რას ვხედავ, მიწაზე ყრია ეს მარილის ლოდები. ესაა ირანიდან გადმოტანილი ტექნიკური მარილი, რომელსაც საკვებად ყიდიან. ეს ის მარილია, ადრე ფერმაში ძროხებისთვის რომ ყიდულობდნენ და ძროხას ალოკვინებდნენ, ძროხა მას კრისტალებად არ იღებს, მხოლოდ ლოკავს და ამიტომ მისთვის ეს არ არის მომაკვდინებელი და ადამიანისთვის რომ დამანგრეველია, ფაქტია, რადგანაც ეს კრისტალი რთულად ლღობადია, ორგანიზმი ვერ ითვისებს და გვაზიანებს. ცოტა ქვემოთ რომ ჩაყვებით, იქ საბითუმო ბაზარია და იქაც ჩემი თვალით ვნახე, როგორ აფასოებდნენ ამ დაფხვნილ მარილს და პარკებში ყრიდნენ. თავად პარკები, მიმსგავსებულია უკრაინულ პარკებთან ფერით და, თუ კარგად არ დააკვირდით, ვერ მიხვდებით, რას ყიდულობთ. განსხვავებას ვერ შეამჩნევთ. მაგრამ უკრაინულის სხვანაირი მუყაოა და ცოტა უფრო უხარისხოდ გამოიყურება, თუმცა მართლა უკეთესი პროდუქციაა. მოვიძიე ინფორმაცია, სერტიფიკატებიც ვნახე და ამ უკრაინულ მარილს მთლიანი ანოტაცია მოჰყვება. ირანულზე კი მოვიკითხე, მოვიკითხე და ვერაფერი მოვიძიე.


ნებისმიერს შეუძლია, შემოიტანოს და ამის კონტროლი არ ხდება სახელმწიფოში, რადგანაც ადრევე გაუშვეს ეს სადავეები ხელიდან. როგორც გავარკვიე, ამ მარილის შემოტანა ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან დაიწყო და უკვე 4-5 წელია, შემოდის, შეიძლება, მეტიც. მაგრამ ერთია, უკვე ინტენსიურად შემოდის, ამ უხარისხომ ხარისხიანი ლამის მთლიანად ჩაანაცვლა. ფასშია განსხვავება. ასეთი მარილი კილოგრამი ბაზარზე 40 თეთრი და უკრაინული კი - 60 თეთრი ღირს. ჩვენ რისთვის ვიღებთ იოდიზებულ მარილს? რომ ჩიყვი არ გაგვიჩნდეს და ეს ჩიყვს ებრძვის კი არა, კუჭს ანგრევს და ორგანიზმში ილექება, გენმოდიფიცირებულზე უარესია. თან არ დაგავიწყდეთ, პირველი მოხმარების საგანია და ყველა ოჯახშია. ლუდის დამზადება უმაგისოდ არ შეიძლება და პურის ცხობა და უზარმაზარი საწარმოები ამ მარილს მოიხმარენ. ამიტომ, ამის კონტროლი თუ არ მოხდა ხელისუფლების მხრიდან, ცუდადაა საქმე.


წყალში რომ ჩაყაროთ ერთი კილო ირანული მარილი, გალღვება მარტო 60 პროცენტი, დანარჩენი არის ნალექი. ყველს რას უშვება, იცით? აფუებს და სლიპინა ხდება, აფუჭებს",-აცხადებს გამოცემასთან საუბარში ღვთისშვილთა კავშირის" ხელმძღვანელი ზაზა სიხარულიძე.

 

„ყბა ჩამომივარდა, რას მეუბნებით? ტექნიკური მარილის საკვებად გამოყენება დაუშვებელია. ეს არ არის დამუშავებული და მას აქვს ისეთი მინარევები, რომელიც დაუშვებელია, ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს. თუკი მომხმარებლის მოტყუებით ამ მარილის საკვებად რეალიზაცია ხდება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. არსებობს დოკუმენტი, სადაც პირდაპირ მოთხოვნილია, რომ საქართველოში უნდა იყიდებოდეს იოდიზებული მარილი, რადგან ჩვენთან იოდნაკლებობაა და რაც შეეხება ტექნიკურ მარილს, მისი გამოყენება კატეგორიულად იკრძალება, დაუშვებელია, ვიმეორებ, და ეს არის სისხლის სამართლის საქმე. რასაც ამბობთ, იმდენად შეუძლებელი რამ არის, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ იმ ბიზნესმენების ქცევით, მილიონობით ადამიანი ჯანმრთელობის ხარჯზე რომ შოულობენ ფულს. ეს არის მომხმარებლის მოტყუება და მე გპირდებით, რომ ახალი წლის პირველივე კვირას დავდებ „ალიას" მკითხველისთვის იმ კომპანიების დასახელებას, ვის რა შემოაქვს",- განუცხადა გამოცემას საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე.

 

მოამზადა ლილუ მიროტაძემ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016