reportiori.ge - რუსთაველის თეატრში სპექტაკლის „უფლისწული და მათხოვარი“ პრემიერა გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:04
კულტურა
რუსთაველის თეატრში სპექტაკლის „უფლისწული და მათხოვარი“ პრემიერა გაიმართება
25 დეკემბერი, 2013. 15:16

შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში 30 დეკემბრიდან სპექტაკლის „უფლისწული და მათხოვარი" პრემიერა გაიმართება. 
„სპექტაკლი მარკ ტვენის პიესის მიხედვით დაიდგა. დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუაა, რეჟისორი - ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. მე ვასრულებ ჰან ფრის როლს, რომელიც არის პრინცის მარჯვენა ხელი", - აღნიშნა  თეატრის მსახიობმა ედმონდ მინაშვილმა „რეპორტიორთან"  საუბარში.
სპექტაკლში მსახიობები - ლელა ახალაია, ზაალ ბარათაშვილი, ლევან ბერიკაშვილი, მანანა გამცემლიძე, დავით გოცირიძე, ანდრია თავბერიძე, კახა კუპატაძე, გელა ლეჟავა, ნინო მაყაშვილი, ალექსანდრე მიკუჩაძე-ღაღანიძე, ედმონდ მინაშვილი, ირაკლი სანაია, ტრისტან სარალიძე, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, ჯემალ ღაღანიძე და ქეთი ხიტირი თამაშობენ.
სპექტაკლის დეკორაცია და კოსტიუმები დამზარებულია რუსთაველის თეატრის სახელოსნოებში.
მხატვარი - მირიან შველიძე, ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე, მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძის, სპორტული ილეთები კი კახა ხოშტარია ეკუთვნის.
რუსთაველის თეატრში სპექტაკლის ჩვენება 30 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით გაიმართება 12:00 და 15:00 საათზე.

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016