reportiori.ge - „რეპორტიორი“ სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს „ტვ 3“-იდან და გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:56
მედია
„რეპორტიორი“ სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს „ტვ 3“-იდან და გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას!
ავტორი:
26 დეკემბერი, 2013. 18:58

„ტვ 3“-მა გაავრცელა შემდეგი სახის გაცხადება: „ბოლო დღეების განმავლობაში, ტელეკომპანია „ტვ 3“-ის დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ცდილობენ რიგი პოლიტიკოსები. პირველი განცხადება ტელევიზიის წინააღმდეგ გააკეთა დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ, რომელმაც მისთვის მერობის უფლებამოსილების შეჩერებამდე განაცხადა, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებელი ლაშა ჩხენკელი დაინტერესებული იყო მის წინააღმდეგ ე. წ. მართული პროცესებით.


პირველი განცხადების შემდეგ ტელეკომპანიამ და მისმა დამფუძნებლებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, პასუხი გაეცათ დედაქალაქის მერის აბსურდული ბრალდებისთვის, თუმცა მას შემდეგ, რაც „ტვ 3“-ის წინააღმდეგ კამპანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიიღო მართული ხასიათი, ტელევიზია თავს ვალდებულად თვლის განაცხადოს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ტელევიზიის მიმართ უკვე რამდენიმე თვეა ადგილი  აქვს შანტაჟსა და მუქარას! დაინტერესების შემთხვევაში, ტელეკომპანია „ტვ 3“ გამოთქვამს მზადყოფნას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს მიაწოდოს ამის დამადასტურებელი ფაქტები და მკტიცებულებები“. 


„რეპორტიორი“ სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს „ტვ 3“-იდან, გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, განხორციელებულს მედიის წარმომადგენლების მიმართ და მოითხოვს სახელმწიფო სტრუქტურებისგან კანონის შესაბამის რეაგირებას!

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016